• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia

„მინისტრის ხედვა 2015-2016“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელ- მძღვანელო დოკუმენტია, რომელიც ორი წლის განმავლობაში შეიარაღებული ძალების განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავს. დოკუმენტი ეფუძნება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით განსაზღვრულ ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, ითვალისწინებს ეროვნული საფრთხეების შეფასების დოკუმენტში ასახულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, გამომდინარეობს ეროვნული სამხედრო სტრატეგიით განსაზღვრული სამხედრო მიზნებიდან და ამოცანებიდან, რაც გულისხმობს ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფას, საერთაშორისო თანამშრომლობას და სამოქალაქო ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერას ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს. მინისტრის ხედვა ითვალისწინებს აგრეთვე იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ასახულია თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში და ეყრდნობა წინა წლებში დაგროვილ გამოცდილებას, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების რჩევებს. დოკუმენტის მიზანია, არსებული საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებას, მათ ჩამოყალიბებას თანამედროვე, პროფესიულ შეიარაღებულ ძალებად და ასევე ნატოსთან და ევროკავშირთან თავსებადობის ზრდას. აღსანიშნავია, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანო- ბასა და ნატოსთან თავსებადობას.

მინისტრის ხედვა 2015-2016

მინისტრის ხედვა 2013-2014