• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia


დაბ. 05.02.1974

განათლება:

1999-2002 გერმანიის ქალაქ გოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა (წარჩინებით).

1998- 1999 გერმანიის ქალაქ გოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა (წარჩინებით).

1991-1996 ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტის სტუდენტი (წარჩინებით).

სამეცნიერო ხარისხი:

2002 სამართლის დოქტორის ხარისხი (გერმანია, უმაღლესი შეფასებით).

1999 სამართლის მაგისტრი (გერმანია, უმაღლესი შეფასებით).

პრაქტიკული საქმიანობა:

2015- 1.08.2016 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე.

2012 - 2015 საქართველოს შს მინისტრის მოადგილე.

2014 წლიდან საქართველოს შსს-ს აკადემიის სრული პროფესორი.

2011 - 2014 გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

2010 და 2011 წლის ივლის-აგვისტოში მეცნიერული მივლინება ჰაიდელბერგის საზღვარგარეთის ქვეყნების საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტში.

2009 - 2011 ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2009 - 2010 კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

2007 - 2009 მეცნიერ-მკვლევარი, პროფესორი შპაიერის გერმანული საჯარო ადმინისტრაციის კვლევის ინსტიტუტში (ჰუმბოლტის ფონდის სტიპენდიატი).

2006 - 2007 საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი.

2004 - 2006 შსს აკადემიის რექტორი.

2003 - 2004 გერმანიის კონრად-ადენაუერის სახელობის პოლიტიკური ფონდის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.

2002 - 2003 სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების სახელმწიფო კომისიის კოორდინატორი.

2002 წლიდან - მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული თ. წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

2002 - 2005 ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის დოცენტი.

1999 - 2002 გერმანიის ქალაქ გოტინგენის სახელმწიფოს მოძღვრებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწე.

1995 - 1998 ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის მასწავლებელი.

1992 - 1995 ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და სამი შვილი