გენერალური შტაბის უფროსის ვიზიტი აშშ-ში
29 აგვისტო 2018

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის, გენერალ მარკ მილის პირადი მიწვევით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. 
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გენერალმა მილიმ გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას საზეიმო ვითარებაში გადასცა აშშ-ის ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდო - შეიარაღებული ძალების ორდენი ,,Legion of Merit” და შესაბამისი სერთიფიკატი, რომელსაც ხელს აწერს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი და გენერალი მარკ მილი. 
აშშ-ში ვიზიტისას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გვირგვინით შეამკო არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე უცნობი ჯარიკაცის მემორიალი.

ვიდეო რეპორტაჟი