პოლკოვნიკი ზურაბ ასლამაზიშვილი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი

 

სამხედრო წოდება:  პოლკოვნიკი

დაბადების თარიღი:  1971 წლის 2 ოქტომბერი

 

სამოქალაქო განათლება:

1992   საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი

 

სამხედრო განათლება:

1997   საქართველოს უშიშროების აკადემია;

2018  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ეროვნული უსაფრთხოების აკადემიის, თავდაცვის საკითხთა კვლევის საერთაშორისო კოლეჯის, ეროვნული საბრძოლო თავდაცვის სამეთაურო სტრატეგიული კურსი;

 

დამატებითი კურსები:

2010   სროლის სპეციალური კურსი;

2013   სროლის სტანდარტული კურსი;

2016   თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, კიბერუსაფრთხოების სფეროში საბაზისო კურსი;

2017  თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი.

 

სამუშაო გამოცდილება:

1992-1993   საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო, მებრძოლი;

1993 -1996   საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი, მებრძოლი;

1996 -2009   საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, ოპერატიული თანამშრომლიდან სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსის თანამდებობებზე;

2009 -2012   თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი;

2012   თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

2012 -2017   თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი.

 

ჯილდოები და მედლები:

2010   მედალი "გენერალი კვინიტაძე“;

2010   ღირსების ორდენი;

2010   მედალი "ქაქუცა ჩოლოყაშვილი“;

2011   მედალი "გენერალი მაზნიაშვილი“;

2012   ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი;

2012   მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული“;

2014   მედალი III ხარისხის "უმწიკვლო სამსახურისათვის“.

2018  მედალი II ხარისხის „უმწიკვლო სამსახურისათვის".

 

ოჯახური მდგომარეობა:  მეუღლე და სამი შვილი

ენების ცოდნა:  ინგლისური, რუსული