ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი

 

დაბადების თარიღი: 10 მაისი 1968 წ.

 

სამხედრო წოდება:  ბრიგადის გენერალი

 

 

სამხედრო განათლება: 

 

1998  -  ასეულის მეთაურის კურსი, ბუნდესვერის სამხედრო სკოლა, გერმანიიის ფედერაციული რესპუბლიკა; 

 

1999  - საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემია;

 

2002 -  ბატალიონის მეთაურის კურსი, ბუნდესვერის სამხედრო სკოლა, გერმანიიის ფედერაციული რესპუბლიკა;

 

2009  -  აშშ-ს არმიის „ომის კოლეჯი“.

 

 

სამოქალაქო განათლება:        

         

1992 -  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მექანიკა- მანქანათმშენებლობის  ტექნოლიგიის ფაკულტეტი.  

 

 

ჯილდოები:

 

2000 -  საბრძოლო დამსახურებისთვის სახელმწიფო მედალი;               

 

2008 - თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი, მე-2 ხარისხი;

               

2009 - თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი, 1-ლი ხარისხი;

        

2011 - თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი, “გენერალი კვინიტაძე“; 

 

2012 - თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი, „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“;

 

2013 - სახელმწიფო ორდენი „ვახტანგ გორგასალი”, მე-2 ხარისხი.           

სამუშაო გამოცდილება: 

 

2017 - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი; 

 

2014 – 2017 - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი ნატო-ში;

 

2012 – 2013 - საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი;

 

2011 - საქართველოს სამხედრო ატაშე უკრაინაში, მოლდოვეთსა და ბელარუსიის რესპუბლიკებში;

 

2011 - საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი;

 

2009 – 2012 - სახმელეთო ძალების სარდლობის G3 ოპერატიული სამმართველოს უფროსი;

 

2007 – 2009 - საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J3 ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

 

2006 – 2007 - საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J3 ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი;

 

2006 - საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J3 ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

 

2005 - სახმელეთო ძალების სარდლობის მართვის ცენტრის უფროსი;

 

2004 – 2005 - J- 3 ოპერატიული დეპარტამენტის არასაომარი სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის სამმართველოს უფროსი;

 

2003 - 2004 - J-3 ოპერატიული დეპარტამენტის, სპეციალური და ანტიტერორისტული ოპერაციების დაგეგმვის სამმართველოს, ინფორმაციის, ანალიზის და სამხედრო-სამოქალაქო ოპერაციების  განყოფილების უფროსი;

 

2001 – 2003 - J-5 სტრატეგიული დაგეგმვის და შეიარაღების კონტროლის დეპარტამენტის ,,ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება“ განყოფილების უფროსი;

 

1998 - 2001 - ვერიფიკაციის ცენტრის   განყოფილების ,,ეჩშძ” უფროსი ოფიცერი;

 

1994 – 1998 - კადრების მთავარი სამმართველოს 1-ლი განყოფილების ოფიცერი;

 

1993 - 1994 - სახმელეთო ჯარების სარდლობის კადრების განყოფილების ოფიცერი;

 

1992  - საქართველოს შეიარაღებული ძალების 1-ლი მექანიზირებული ბრიგადის მსროლელი;

 

1986 – 1988 - საჰაერო თავდაცვის  საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის ოპერატორი, რიგითი,  (სავალდებულო  სამხედრო სამსახური, უკრაინა).