კონკურსის ჩატარებისა და შედეგების გასაჩივრების წესი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია, დახურული და გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, კონკურსის ეტაპები, საკონკურსო კომისიის საქმიანობის დეტალური წესი და უფლებამოსილება, აგრეთვე გამართული კონკურსის ჩატარებისა და შესაბამისი კონკურსის პროცედურებთან, ეტაპებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებითა და შემდეგი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით:

 

"დავით გუნაშვილის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და მისი სტრუქტურული ერთეულების პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ" მინისტრის 2017 წლის 26 ივლისის №624 ბრძანება

 

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და მისი სტრუქტურული ერთეულების პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" 2017 წლის 3 აგვისტოს №2 ბრძანება

 

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის პროფესიულ საჯარო მოხელეთა კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო კომისიის შექმნის შესახებ" მინისტრის 2017 წლის 7 აგვისტოს №658 ბრძანება