ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი 

 

სამხედრო წოდება: ბრიგადის გენერალი

 

სამოქალაქო განათლება: 

1998-2002წწ. - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემია - ისტორიის მასწავლებელი.

 

სამხედრო განათლება:

2013-2014 წწ .- სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვისაკადემია, სამეთაურო-საშტაბო სკოლა, სამეთაურო-საშტაბო კურსი (CGSC), წარჩინებით.

2008 . - დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია,  ბატალიონის მეთაურისა და ბრიგადის შტაბის ოფიცრის გადამზადების კურსი.

1998-2002 წწ.- საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, მოტომსროლელი ჯარების სამეთაურო ტაქტიკური სპეციალობით.

 

სამუშაო გამოცდილება:

03.08.2020 წლიდან დღემდე - თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სარდალი.

2016-2020წწ.-თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური.

2015-2016წწ. - მე-5 ქვეითი ბრიგადის მეთაური.

2013-2015. - მე-5 ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოადგილე.

2006-2008წწ. - მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაური.

2005-2006წწ - მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შტაბის უფროსი.

2004-2005წწ. - I ქვეითი ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის (11) III მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური.

2004. - საავტომობილო ბაზის უზრუნველყოფის და საავტომობილო ასეულის მეთაური.

2004წწ. - ლოგისტიკის ცალკეული ბატალიონის უზრუნველყოფის ასეულის სატრანსპორტო ოცეულის (საწვავ-საპოხი მასალები) მეთაური.

2003-2004 წწ.  ლოგისტიკის ცალკეული ბატალიონის უზრუნველყოფის ასეულის მეთაურის მოადგილე.

20002-2003 წწ. - სამშვიდობო ბატალიონის I სამშვიდობო ასეულის III სამშვიდობო ოცეულის მეთაური.

2002 . - ლოგისტიკის ცალკეული ბატალიონის სატრანსპორტო ოცეულის (საწვავ-საპოხი მასალების) მეთაური.

1998-2002 წწ. - გაერთიანებული სამხედრო აკადემიის კურსანტი.

 

დამატებითი კურსები:

2004 . - გერმანული ენის შემსწავლელი კურსი, თავდაცვის ეროვნული აკადმია.

2006 . - საქართველოს სტაბილურობის შენარჩუნებისა და განმტკიცების პროგრამა, ეროვნული სასწავლო ცენტრი "კრწანისი".

2015-2016 წწ. - ინგლისური ენის ინტენსიური კურსი, ეროვნული თავდაცვის აკადემია.

2017 - სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“, სასწავლო ცენტრი კრწანისი.

2018 . - სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2018“, სასწავლო ცენტრი კრწანისი.

2018 . - ინგლისური ენის კურსზე (II დონე), ლიტვა (ქ.ვილნიუსი).

2019-2020 წწ. ინგლისური ენის კურსი - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში (ქ.შრივინჰემი).

 

საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა:

2008.- რუსეთ-საქართველოს ომი.

 

სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა:

2003 წწ. - სამშვიდობო მისია, კოსოვო.

2005წწ. - სამშვიდობო მისია, ერაყი.

2007 წწ. - სამშვიდობო მისია, კოსოვო.

 

ჯილდოები,მედლები:

2020 . მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის" (კოსოვო 2003წ, 2007წ.).

2020 . მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის" (ერაყი 2005წ.).

2020 . მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული" ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის.

2018 . მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (I ხარისხი).

2017 . მედალი ,,გენერალი კვინიტაძე ,,საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის.

2015 . მედალი ,,გენერალი მაზნიაშვილი ,,წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის.

2014 .სამსახურეობრივი საშტატო იარაღი, სნაიპერული შაშხანა "CBM, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის გამო.

2014 . მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული" ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის.

2009 . მედალი ,,გენერალი კვინიტაძე,,  საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის.

2009 . მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (II ხარისხი).

2008. მედალი "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის" (III ხარისხი).

 

უცხო ენები:

ინგლისური.