პოლკოვნიკი გიორგი ჯაჭვაძე

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-1 პერსონალის დეპარტამენტის  უფროსი

 

სამხედრო წოდება : პოლკოვნიკი

დაბადების თარიღი: 1973 წლის 31 მარტი

 

სამოქალაქო განათლება:

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), საჯარო მმართველობის დოქტორანტი (მიმდინარე);

2019წ.  - აშშ ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის (National Defense University (NDU)) საერთაშორისო უსაფრთხოების კოლეჯი (CISA) - ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ;

2013წ. - აშშ საზღვაო ძალების საასპირანტო სკოლა (Naval Postgraduate School (NPS)), ბიზნესისა და საჯარო პოლიტიკის ფაკულტეტი, სამხედრო ადამიანური რესურსების სისტემების ანალიზი - მონტერეი, კალიფორნია, აშშ;

1995წ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი,  ეკონომიკური კიბერნეტიკა - თბილისი, საქართველო;

1995წ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა (მეორადი) - თბილისი, საქართველო.

 

აკადემიური ხარისხი:

2019წ. - ხელოვნების მაგისტრი სტრატეგიული უსაფრთხოების კვლევებში   - აშშ ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი  (NDU, CISA);

2013წ. - მეცნიერებათა მაგისტრი მენეჯმენტში - აშშ საზღვაო ძალების საასპირანტო სკოლა (NPS);

1995წ. - მაგისტრის ხარისხი (გათანაბრებული) ეკონომიკასა და მათემატიკაში - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

სამხედრო განათლება:

2019წ. - ოფიცერთა უმაღლესი სამხედრო განათლება (სტრატეგიული დონე) - აშშ ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი (NDU, CISA);

2013წ. - სამხედრო ადამიანური რესურსების სისტემების ანალიზი - აშშ საზღვაო ძალების საასპირანტო სკოლა (NPS);

2008წ. - ოფიცერთა შუალედური სამხედრო განათლება (ტაქტიკურ-ოპერატიული დონე) - გაერთიანებული სამეთაურო და გენერალური შტაბის კურსი (JCGSC), ბალტიის თავდაცვის კოლეჯი (BDCOL) - ტარტუ, ესტონეთი;

1995წ. - უმცროს ოფიცერთა ძირითადი სამხედრო განათლება (ტაქტიკური დონე) - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამხედრო კათედრა.

 

დამატებითი კურსები:

2017წ. - ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი, თავდაცვის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის სკოლა, კაჭრეთი, საქართველო;

2016წ.  - თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხების სექტორში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიისა და კრენფილდის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო;

2014წ. - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, მაღალი დონის სემინარი (workshop) სამხედრო ოპერაციების სამართლებრივი ნორმების შესახებ  (ICRC),  ქსიანი, ჩინეთი;

2011წ. - მაღალი დონის ლიდერთა პროგრამა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემია, თბილისი, საქართველო;

2010წ. - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეების მოსამზადებელი კურსი საერთაშორისო და ეროვნულ უსაფრთხოებაში; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, თბილისი, საქართველო;

2005წ. - სემინარი სამხედრო სამართლის განვითარებაზე, აშშ იურიდიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო;

2004წ. -მე-11 მექანიზირებული ბრიგადის შტაბის დაგეგმვისა და ოპერაციების საწვრთნელი პროგრამა, აშშ არმიის მობილური საწვრთნელი ჯგუფი, ვაზიანი, საქართველო; 

2004წ. - შტაბის ინტეგრირების კურსი, აშშ არმიის მობილური საწვრთნელი ჯგუფი, ვაზიანი, საქართველო;

2003წ. - ოფიცერთა კარიერული მენეჯმენტის პროფესიული კურსი, BPC, თბილისი, საქართველო

2002წ. - სამხედრო ინსტრუქტორის კურსი, ბრიტანეთის სამხედრო საკონსულტაციო და საწვრთნელი ჯგუფი (BMATT), ვიშკოვო, ჩეხეთი;

2001წ. - პერსონალის მენეჯმენტის სემინარი, დიდი ბრიტანეთის არმიის პერსონალისა და წვრთნების სარდლობა, აპეივონი, დიდი ბრიტანეთი;

 

სამუშაო გამოცდელობა:

2019წ.- დღემდე - საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-1 პერსონალის დეპარტამენტის  უფროსი

2018-2019წწ. - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების სამსახურის უფროსი ოფიცერი;

2016-2018წწ. - გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსი;

2015-2016წწ.  - ეროვნული გვარდიის მრჩეველი;

2013-2014წწ.  - გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსი;

2008-2013წწ.  - გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 

2008წ. - გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის NATO-სთან ურთიერთობის კოორდინაციის უფროსი ოფიცერი;

2007-2008წწ.  - გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის არასაომარი სამხედრო ოპერაციების განყოფილების ოფიცერი/უფროსი ოფიცერი;

2007წ.  - სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-1 პირადი შემადგენლობის სამმართველოს უფროსი ოფიცერი;

2003-2007წწ.  - მე-11 მექანიზირებული ბრიგადის (2004 წლიდან “1-ლი ქვეითი ბრიგადა”) G-1 პირადი შემადგენლობის სამსახურის უფროსი;

2000 -2003წწ. - კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი ოფიცერი;

1998 -2000წწ. - კადრების მთავარი სამმართველოს ოფიცერი;

1997-1998წწ.  - გენერალური შტაბის საჯარისო სამსახურის სამმართველოს მომკვლევი;

1996 -1997წწ. - ცალკეული სადისციპლინო ასეულის მომკვლევი;

1995 -1996წწ. - ცალკეული სადისციპლინო ასეულის ოცეულის მეთაური.

 

ჯილდოები და მედლები :

2017წ. - სახელმწიფო ჯილდო - “ღირსების ორდენი”;

2016წ. - მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“;

2013წ. - მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“;

2011წ. - მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (I ხარისხი);

2010წ. - მედალი „გენერალი კვინიტაძე“;

2008წ. - მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (II ხარისხი).

 

 ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული