გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტი
გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტი

დებულება | დეპარტამენტის უფროსი

 

დეპარტამენტის ამოცანებია:

 

სამინისტროს მართვისა და კონტროლის სისტემის მხარდაჭერის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;

 

კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების თავდაცვის ძალებში დანერგვა და მათი შემდგომი განვითარების ორგანიზება.

 

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

 

სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის კავშირგაბმულობითა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერის დაგეგმვა და აღსრულებაზე კონტროლი;

 

ოპერაციების და სწავლებების კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერის დაგეგმვა და აღსრულებაზე კონტროლი სტრატეგიულ-ოპერატიულ დონეზე;

 

სამინისტროს მიერ განსაზღვრული ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება;

 

სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის მხარდამჭერი ინფორმაციული სისტემების შესაძლებლობების ანალიზი;

 

NATO-სთან თავსებადი სამხედრო კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევების შესწავლა და ანალიზი თავდაცვის ძალებში მათი შესაძლო დანერგვისათვის;

 

NATO-სთან თავსებადი კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დოქტრინული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი დანერგვა თავდაცვის ძალებში შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციაში;

 

თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის საორგანიზაციო ღონისძიებების დაგეგმვა შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციაში და აღსრულებაზე კონტროლი;

 

სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სფეროში, თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის მხარდაჭერის მიზნით;

 

თავდაცვის ძალების კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სპეციალისტთა სწავლება/გადამზადების მიზნით კომპლექსური მოთხოვნების განსაზღვრა შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციაში;

 

კიბერუსაფრთხოების ბიუროსთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტული სამოქმედო პროცედურებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება არსებულ კანონმდებლობასა და რეგულაციებზე დაყრდნობით;

 

სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და თავდაცვის ძალების კომპიუტერული და სატელეფონო ქსელების აგებისათვის ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა და არსებული ქსელების შესაძლებლობების ანალიზის განხორციელება;

 

სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტთან და სსიპ – კიბერუსაფრთხოების ბიუროსთან თანამშრომლობა სამოქალაქო ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით;

 

თავდაცვის ძალების კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ტექნიკური კონტროლის დაგეგმვა და აღსრულებაზე კონტროლი;

 

თავდაცვის ძალებში კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სწავლებების დაგეგმვა და ორგანიზება შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციაში;

 

კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების რესურსების მართვა და განაწილების კონტროლი;

 

კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებში მონაწილეობა;

 

თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის მხარდაჭერის მიზნით ძირითადი და ფუნქციონალური სერვისების დაგეგმვა და მის აღსრულებაზე კონტროლი;

 

თავდაცვის ძალების რადიოქსელების კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვა სტრატეგიულ-ოპერატიულ დონეზე;

 

თავდაცვის ძალების რადიოსიხშირული სპექტრის მართვა;

 

საგანგებო სიტუაციების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა, თავდაცვის ძალების კავშირგაბმულობის ქვედანაყოფების გამოყენებით, მწყობრიდან გამოსული საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ქსელების აღდგენის მიზნით.