დებულება | დეპარტამენტის უფროსი
დეპარტამენტის ამოცანებია:
თავდაცვის პოლიტიკით განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე გრძელვადიანი ოპერატიული მოთხოვნის განსაზღვრა და ძალთა დაგეგმვა;
თავდაცვის ძალების წინაშე დასმული ამოცანებიდან გამომდინარე, სტრატეგიული გეგმების შემუშავება და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფა;
სამინისტროს სამოქალაქო ოფისთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის კოორდინაცია;
სტრატეგიული და ოპერატიული გეგმების შესაბამისად რესურსების დაგეგმვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად თავდაცვის პოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავების პროცესში მონაწილეობა/კოორდინაცია;
შესაბამის უწყებებთან/სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უსაფრთხოების გარემოს შეფასების საფუძველზე თავდაცვისათვის საჭირო შესაძლებლობების დადგენა/განსაზღვრა, გრძელვადიანი სამხედრო გეგმებისა და სტრატეგიული დირექტივების შემუშავება;
სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა;
თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისათვის ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების შემუშავება, ინტეგრირებული პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა;
თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროგრამების ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება და თავდაცვის პროგრამების აღსრულების მონიტორინგში მონაწილეობა;
თავდაცვის შესაძლებლობების ნაკლოვანებების ანალიზიდან გამომდინარე, შესყიდვებისა და თავდაცვითი სისტემების განვითარების გრძელვადიანი გეგმების განსაზღვრა;
თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისათვის საჭირო მოთხოვნების შესაბამისად თავდაცვის ძალების რეფორმებისათვის რეკომენდაციების შემუშავება და აუცილებელი ღონისძიებების გატარება;
ძალთა დაგეგმვა და თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით განვითარების გეგმებისა და კონცეფციების შემუშავება;
თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში ძალთა მართვის პროცესის წარმართვა და გვარეობათა კონცეპტუალური განვითარების კოორდინირება;
საბრძოლო შესაძლებლობებისა და სტრუქტურული შესაბამისობის ანალიზის საფუძველზე თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და მათი ფუნქციების ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება;
სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად ნატოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროგრამებისა და გეგმების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინირება და კონტროლი;
თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებთან ერთად, ნატოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი საკითხების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა, ამ ღონისძიებების განხორციელების კოორდინირება და კონტროლი;
სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო თანამშრომლობის პროგრამებისა და გეგმების მომზადება, განხორციელების კოორდინირება და მონიტორინგი;
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმების, სამოქმედო გეგმების და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
სამინისტროს გეგმებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა.