გენერალური შტაბის J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი
გენერალური შტაბის J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი

დებულება | დეპარტამეენტის უფროსი

 

დეპარტამენტის ამოცანებია:

 

თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური ოპერაციებისა და ლოჯისტიკური მარაგების დაგეგმვა;

 

თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლევადიანი გეგმების შემუშავება, აგრეთვე თავდაცვის ძალების სტრატეგიული გეგმების მხარდასაჭერად ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი გეგმების შემუშავება.

 

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

 

თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობების ანალიზი და შეფასება;

 

თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური ოპერაციებისა და ლოჯისტიკური მარაგების დაგეგმვა;

 

საბრძოლო ოპერაციებში, სწავლებებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილე თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების, ასევე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების, საბრძოლო მასალის, აღჭურვილობის და სხვა მატერიალური ქონების გადაადგილების დაგეგმვა და კოორდინაცია;

 

თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, საბრძოლო მასალებით, აღჭურვილობითა და სხვა მატერიალური ქონებით უზრუნველყოფის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება;

 

სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების, დანადგარების, საავიაციო, სპეციალური ტექნიკის, მოწყობილობების, სამხედრო-ტექნიკური და სხვა მატერიალური ქონების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ძირითადი მიმართულებების დაგეგმვა;

 

მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცესის ფარგლებში, ლოჯისტიკური მხარდაჭერის დაგეგმვა და კოორდინაცია;

 

NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფების, სამხედრო და სპეციალური ტექნიკის, შეიარაღების, აღჭურვილობისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური ქონების საქართველოს ტერიტორიაზე მიღების, გადაადგილების ან/და ტრანზიტის დაგეგმვა და კოორდინაცია;

 

თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური მარაგების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

 

თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური განვითარებისა და ტრანსფორმაციის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;

 

თავდაცვის ძალების სტრატეგიული განვითარების გეგმის მხარადასაჭერად ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და შესაბამისი გეგმების შემუშავება.