J-3 – ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი
J-3 – ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი

დებულება | დეპარტამენტის უფროსი

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი წარმოადგენს გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

 

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

 

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ქვედანაყოფებთან და საჭიროების შემთხვევაში სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებულად სამხედრო ოპერაციების (საბრძოლო, არასაომარი და საერთაშორისო სამშვიდობო მისიები) დაგეგმვა და ოპერატიული გეგმების შემუშავება;

 

  • გენერალური შტაბის უფროსის გადაწყვეტილებების და/ან მითითებების მომზადება ოპერატიული გეგმების, ბრძანებების, დირექტივების, განკარგულებების სახით;

 

  • ოპერატიული გეგმების შედგენისას და სწავლებების დაგეგმარებისას, კომპეტენციის ფარგლებში,საცეცხლე, ჯავშანსატანკო და საინჟინრო საბრძოლო შესაძლებლობების გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე მათ შეზღუდვებზე და რისკ-ფაქტორებზე, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

 

  • შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებიდან საბრძოლო მზადყოფნის სტატუსის შეფასებისა და ოპერატიული კრებსითი მონაცემების მიღება და შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონის საერთო სტატუსის გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

 

  • გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის სტანდარტული ოპერატიული პროცედურების გეგმისა და შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება;

 

  • საინფორმაციო ოპერაციების დაგეგმვა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გეგმების შემუშავება სამინისტროს სისტემაში შემავალ ქვედანაყოფებთან და საჭიროების შემთხვევაში სხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთქმედებაში;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში ძალთა ორგანიზაციისა და მათი გამოყენების საკითხებში წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის;

 

  • გაერთიანებული (ეროვნული) და საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვა, ჩატარების ორგანიზება,კოორდინაცია, საორგანიზაციო მითითებების და სხვა დოკუმენტაციის შემუშავება;

 

  • შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში ჩასატარებელი ერთობლივი შიდა სწავლებების დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესში სათანადო დახმარების გაწევა;

 

  • სამინისტროს სისტემაში შემავალ ქვედანაყოფებთან და საჭიროების შემთხვევაში სხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთქმედებაში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიების დაგეგმვა, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მომზადების, როტაციის და შესრულების დროს საორგანიზაციო ღონისძიებების კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მყოფი ქვედანაყოფების მართვასა და კონტროლში მონაწილეობა;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო-საზღვაო ოპერაციების დაგეგმვაში და აღსრულების კოორდინაციაში მონაწილეობა, ასევე საზღვაო მიმართულებაზე ძალთა ორგანიზაციისა და მათი გამოყენების საკითხებში წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისათვის;

 

  • საქართველოს საზღვაო სივრცეში სუვერენული უფლებების დაცვისა და შავ ზღვაზე ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა, საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის მხარდაჭერის განხორციელება;

 

  • მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საზღვაო მიმართულებაზე ვითარების შეფასება, ანალიზი,საფრთხეებისა და რისკების პროგნოზირება და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისათვის წინადადებებსა და რეკომენდაციების წარდგენა;

 

  • შეიარაღებული ძალებში განსახორციელებელი ძირითადი ღონისძიებების გეგმა-კალენდრის შემუშავება;

 

  • სამინისტროს სისტემაში შემავალი ქვედანაყოფებიდან და სხვა სახელმწიფო უწყებებიდან შემოსული ინფორმაციებით საერთო მონაცემთა ბაზის შექმნა და შეფასება, ინფორმაციის დროული მიწოდება სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელ პირებზე;

 

  • კრიზისული ვითარებისას, მისი ხასიათიდან და განვითარებიდან გამომდინარე, სამხედრო მართვის ცენტრის გაძლიერება ან ინტეგრირება ძირითადი მართვის პუნქტში და შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის მხარდაჭერა;

 

  • ინფორმაციების ურთიერთგაცვლა სახელმწიფოს სხვა სტრუქტურებთან;

 

  • კრიზისული სიტუაციების წარმოქმნისას, მიღებული ოპერატიული მონაცემების საფუძველზე, ვითარების შეფასება, კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების მომზადება/წარდგენა გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად;

 

  • სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და განკარგულებების დაყვანა სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებამდე და შესაბამის თანამდებობის პირებამდე;

 

  • შეიარაღებული ძალების ძირითადი ღონისძიებების გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობის მონიტორინგი და ვითარების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება შესაბამის თანამდებობის პირებსა და სათანადო სამსახურებზე;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, NATO-ში ინტეგრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და წინადადებების შემუშავება;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, კონცეფციების, დოქტრინების, სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავებაში და შეიარაღებული ძალების განვითარების პროგრამებში მონაწილეობის მიღება;