J-1 პერსონალის დეპარტამენტი
 J-1 პერსონალის დეპარტამენტი

დებულება | დეპარტამენტის უფროსი

 

საქართველოს  შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პერსონალის დეპარტამენტი არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  აქტებით,  საქართველოს  თავდაცვის  მინისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტებით.

 

 

დეპარტამენტის ამოცანებია:

 

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, თანამედროვე  საჭიროებებისა  და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი სამხედრო პერსონალის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და შეიარაღებულ ძალებში დანერგვა;

 

  • სამხედრო პერსონალის  დაგეგმვის,  მზადყოფნის  და მართვის  სისტემების ჩამოყალიბება/განვითარება  და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

 

  • არსებული და დაგეგმილი ძალთა სტრუქტურიდან  გამომდინარე, საქართველოს  შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების  ოპტიმალური  საშტატო  ნუსხის,  შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის  ტაბელების მომზადება;

 

  • სამინისტროს სამხედრო პერსონალის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზიდან და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების  პერსონალის მზადყოფნის შეფასებიდან გამომდინარე, ტენდენციების  დადგენა და მზადყოფნის  მაღალი  ხარისხის   მისაღწევად  პერსონალის  ეფექტიანი  დაგეგმვა  და შესაბამისი  პროცესების მართვა;

 

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მორალურ-ფსიქოლოგიური მდგრადობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა;

 

  • საქართველოს შეიარაღებული  ძალების  სტრატეგიული  და ოპერატიული  (საბრძოლო)  გეგმების შემუშავებისა და აღსრულების პროცესში გენერალური შტაბის პერსონალის მხარდაჭერის საკითხებით უზრუნველყოფა;

 

  • ზოპერატიული (საბრძოლო) გეგმების აღსრულების პროცესში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებით შევსების კოორდინირება და ზედამხედველობა.

 

 

 

დეპარტამენტის კომპეტენცია:

 

  • სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ  ქვედანაყოფებთან  ერთად საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი და ეფექტიანი სამხედრო პერსონალის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კერძოდ, პერსონალის  მზადყოფნის  მოთხოვნებიდან  გამომდინარე,  პერსონალის  ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავების პროცესების ხელშეწყობა, წინადადებების, რეკომენდაციების მომზადება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა;

 

  • სამხედრო პერსონალის დაგეგმვისა და მართვის საკითხების განვითარების კუთხით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის  შესწავლა,  შესაბამისი ინიციატივების მომზადება და პერსონალის დაგეგმვისა და მზადყოფნის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოებისა და მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადება;

 

  • საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პერსონალის სამსახურების გეგმაზომიერი, კოორდინირებული მუშაობის მხარდაჭერა და შესაბამის პროცესებზე ზედამხედველობის განხორციელება;

 

  • შეიარაღებული ძალების  საშტატო  ნუსხების, აგრეთვე, შეიარაღებისა  და სამხედრო ტექნიკის ტაბელების მომზადება და მათი მომზადებისთვის არსებული რეგულაციების ოპტიმიზაცია/განვითარება;

 

  • შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისათვის დისლოკაციის ადგილის განსაზღვრის, პირობითი დასახელებების მინიჭების და ბეჭდებით, შტამპებითა და ლუქებით უზრუნველყოფისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

 

  • შეიარაღებული ძალების  პერსონალის  რაოდენობრივი  და ხარისხობრივი  ანალიზი, სამომავლო/პერსპექტიული  რაოდენობების პროგნოზირება, ტენდენციების დადგენა და ოპტიმიზაციის წინადადებების მომზადება;

 

  • შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების პერსონალით დაკომპლექტების დონის და ხარისხობრივი (სპეციალისტები) მაჩვენებლის  შესახებ  (პერსონალის  სტატუსი)  ინფორმაციის  მიღება,  დამუშავება, პერსონალის სტატუსების განსაზღვრა, ანალიზი და დაკომპლექტების შესახებ სათანადო წინადადებების მომზადება;

 

  • გენერალური    შტაბის   სტრატეგიული    და   ოპერატიული   (საბრძოლო)   დაგეგმვის   და   აღსრულების პროცესებში მონაწილეობა და გეგმების შესაბამისი დანართების/დამატებების მომზადება;

 

  • ოპერატიული (საბრძოლო) გეგმების აღსრულების პროცესში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებით შევსების კოორდინირება და ზედამხედველობა;

 

  • შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის და დაკომპლექტების სოციოლოგიური ასპექტების ანალიზი, სათანადო რეკომენდაციების მომზადება, ქვედანაყოფების მორალური მხარდამჭერი პროგრამების შემუშავება და იმპლემენტაციის ზედამხედველობა;

 

  • ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე შეხვედრებსა  და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

 

  • დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება.