ადამიანური რესურსების დეპარტამენტი
ადამიანური რესურსების დეპარტამენტი

დებულება | დეპარტამენტის უფროსი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს  საქართველოს  კონსტიტუციით,  საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით.

 

დეპარტამენტის ამოცანებია:

 

  • სამინისტროს საჭიროებებისა  და საერთაშორისო  მოთხოვნების  შესაბამისად,  კეთილსინდისიერებისა  და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების მოზიდვა, განვითარება და შენარჩუნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

  • საჭიროებებისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების  ხელშეწყობა  და  ამავე  მიზნით  ადამიანური  რესურსების  სფეროში  დემოკრატიული კონტროლისა და სამოქალაქო ზედამხედველობის მექანიზმების განვითარების უზრუნველყოფა;

 

  • სამინისტროს ადამიანური რესურსის სტრატეგიული ანალიზი და მართვის ხელშეწყობა, შესაბამისი ხედვებისა და გეგმების მომზადება;

 

  • სამინისტროს ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერა, ორგანიზაციული ანალიზი, შეფასების, დაგეგმვისა და განვითარების მექანიზმების დანერგვა ადამიანურ რესურსებთან მიმართებაში;

 

  • სამინისტროში ეთიკური და ანტიკორუფციული გარემოს გაძლიერების ხელის შეწყობა;

 

  • სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების პოლიტიკის შემუშავება და იმპლემენტაციის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

 

  • სამინისტროს ადამიანური   რესურსის   მართვის   სისტემების   ინსტიტუციური   განვითარების   მიზნით, საშუალო და გრძელვადიანი ხედვების შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შეთავაზება;

 

  • სამინისტროს სამხედრო პერსონალის დაგეგმვისა და მზადყოფნის განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, საშუალო და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება;

 

  • სამინისტროს სამხედრო პერსონალის დაგეგმვისა და მზადყოფნის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, სამხედრო განათლების საშუალო და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება;

 

  • სამხედრო პერსონალთან დაკავშირებული პოლიტიკის აღსრულების პროცესზე სამოქალაქო ზედამხედველობის განხორციელებისათვის ეფექტური მექანიზმების დანერგვა და განვითარება;

 

  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დადგენილი სტანდარტების  შესაბამისად,  ხელმძღვანელობასთან  შეთანხმებით,  პროფესიულ  საჯარო მოხელეთა  მართვის  პოლიტიკის  შემუშავება   და განხორციელება,  ხოლო სამინისტროს  საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მისი განხორციელების ზედამხედველობა;

 

  • საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, სამინისტროში (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) პროფესიულ საჯარო მოხელეთა კარიერის მართვა და სამინისტროში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (მათი დებულებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად) პროფესიულ საჯარო მოხელეთა ადმინისტრირება.

 

 

     დეპარტამენტის კომპეტენციაა:

 

  • სამინისტროში ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ინსტიტუციური განვითარების პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;

 

  • ორგანიზაციული განვითარების, ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და მართვის საკითხებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფების ორგანიზება და მათი საქმიანობის წარმართვა, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო დონის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა;

 

  • ორგანიზაციული განვითარებისა და ადამიანური რესურსების კუთხით დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებებისა და მათი შედეგების  შესახებ ანგარიშების  მომზადება  როგორც   უწყებრივ, ისე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე წარსადგენად;

 

  • სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა მოზიდვა და შერჩევა;

 

  • სამინისტროს საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა;

 

  • პროფესიულ  საჯარო  მოხელეთა  შრომითი  ურთიერთობების:  სტაჟირება,  პრაქტიკა,  დანიშვნა, სამსახურებრივი გადაადგილება, გადაყვანა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, სახელმწიფო სპეციალურ წოდებების მინიჭება/გათანაბრების შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება;

 

  • სამინისტროს პროფესიულ  საჯარო  მოხელეთა,  აგრეთვე  საქართველოს  შეიარაღებული  ძალების გენერალური  შტაბისა (გარდა  სამხედრო  დაზვერვის  დეპარტამენტის)  და სახმელეთო  ჯარების სამოქალაქო და სახელმწიფო სპეცილური წოდების მქონე პირთა დროული და ხარისხობრივი დაკომპლექტება;

 

  • სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების საჭიროებების, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მოთხოვნების ანალიზი, შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

 

  • ადამიანური რესურსების საკითხებზე სამინისტროს სისტემის სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის ინფორმირება;

 

  • ადამიანური რესურსების  საკითხებთან  დაკავშირებით  სხვადასხვა  სახელმწიფო  უწყებასთან, არასამთავრობო   და  საერთაშორისო   ორგანიზაციებთან,   ქართველ  და  უცხოელ  ექსპერტებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია;

 

  • დეპარტამენტში შემოსული  სამართლებრივი  აქტების  პროექტებზე  კომპეტენციის  ფარგლებში შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

 

  • დეპარტამენტის წინაშე  მდგარი  ამოცანების  შესრულებისას,  თავისი  კომპეტენციის  ფარგლებში, საქართველოს  პარლამენტთან,  საქართველოს  მთავრობის  ადმინისტრაციასთან,  საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან და სხვა უწყებებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრობლობა;

 

  • შრომით დავებზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება კომპეტენციის ფარგლებში;

 

  • საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.