იურიდიული დეპარტამენტი

დებულება | დეპარტამენტის უფროსი

 

იურუდიული დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და თავისი ამოცანებისა და კომპეტენციის განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

 

დეპარტამენტის ამოცანებია:

 

  • სამინისტროში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული, აგრეთვე მინისტრის და მინისტრის მოადგილეთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ვიზირება;

 

  • სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის ხელშეწყობა;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა უწყებებთან სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და უწყებებიდან შესული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და სათანადო დასკვნების მომზადება;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოში, ადმინისტრაციულ და საგამოძიებო ორგანოებში სამინისტროს ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა;

 

  • სამინისტროს სახელით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციების განხილვა.

 

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

 

  • სამინისტროს სისტემის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და შესამუშავებელი კანონპროექტების ნუსხის შედგენა;

 

  • სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის ხელშეწყობა, აგრეთვე საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა უწყებებთან სამინისტროს სამართლებრივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;

 

  • სამინისტროს სისტემის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

 

  • სამინისტროს ნორმატიული ხასიათის აქტების დადგენილი წესით გამოცემის და გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, მინისტრის და მინისტრის მოადგილეთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები) პროექტების მომზადება;

 

  • სამინისტროს სისტემიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და კომპეტენციის ფარგლებში მათი მიღების/გამოცემის უზრუნველყოფა;

 

  • სამინისტროში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების სამინისტროს სისტემის დანაყოფებთან შეთანხმების უზრუნველყოფა და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების დადგენილი წესის შესაბამისად სათანადო სახელმწიფო ორგანოებში წარდგენის უზრუნველყოფა;

 

  • საქართველოს მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო დასკვნების მომზადება;

 

  • მინისტრის და მინისტრის მოადგილეთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებები) ვიზირება და დადგენილი წესით გამოცემის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;

 

  • საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს სისტემაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ყველა ინსტანციის სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოში, ადმინისტრაციულ და საგამოძიებო ორგანოებში სამინისტროს ინტერესების დაცვის მიზნით;

 

  • სადავო საქმეებთან დაკავშირებული მასალებისა და სათანადო ინფორმაციის გამოთხოვა;

 

  • საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა სასამართლო პროცესებსა და ადმინისტრაციულ წარმოებებში;

 

  • სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და უფლებამოსილი პირისთვის ხელმოსაწერად წარდგენა;

 

  • სამინისტროს მონაწილეობით ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით, აგრეთვე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განზოგადება და რეკომენდაციების წარდგენა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის;

 

  • სამინისტროს სისტემაში სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი დანაყოფების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაციის უზრუნველყოფა;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მასზე შესაბამისი რეაგირება;

 

  • მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებების შესრულება;

 

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში იურისტის ფუნქციის განმახორციელებელ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილი კანდიდატის შერჩევის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

 

  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.