გენერალური ინსპექცია

დებულება | გენერალური ინსპექციის უფროსი

 

გენერალური ინსპექცია არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი დეპარტამენტის სტატუსით, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის,საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით და მინისტრის ცალკეული დავალებებით.

 

გენერალური ინსპექცია დამოუკიდებელია განსაზღვრული ამოცანების/ფუნქციების განხორციელებისას და ანგარიშვალდებულია მხოლოდ მინისტრის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.

 

გენერალური ინსპექციის საქმიანობაში სხვა თანამდებობის პირების ჩარევა დაუშვებელია.

გენერალური ინსპექციის ამოცანებია:

 

  • საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში – სსიპ), სამინისტროს, მათ შორის სსიპ-ების სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ებში და სსიპ-ების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მართვაში არსებულ/ იურიდიულ პირებში (შემდგომში – სამინისტროს სისტემის სუბიექტები) საქართველოს კანონმდებლობის და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების, მათ შორის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი;

 

  • სამინისტროს სისტემის სუბიექტებში სამხედრო/სპეციალური წოდების მქონე ან/და სამოქალაქო მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და რეაგირება;

 

  • სამინისტროს სისტემის სუბიექტებში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აგრეთვე არსებული დარღვევების და ნაკლოვანებების გამოვლენის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

 

  • ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს იმ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობა, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციებს;

 

  • გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა და აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლა;

 

  • სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების ან/და სხვა სამსახურებრივი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო გამჟღავნების შესაძლო არხების გამოვლენა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების/წინადადებების მომზადება.

 

გენერალური ინსპექციის კომპეტენციაა:

 

  • სამინისტროს სისტემის სუბიექტებში მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით ინსპექტირება-შემოწმების (მათ შორის, ფინანსური შემოწმების) ჩატარება და შესაბამისი დასკვნების შედგენა;

 

  • გენერალური ინსპექციის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში,შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე სამინისტროს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაძლებლობების
  • გამოყენება;

 

  • მიმდინარე ინსპექტირება-შემოწმების ოპერატიული უზრუნველყოფა და ინსპექტირების ობიექტებში შესაძლო სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

 

  • ინსპექტირება-შემოწმების შედეგად მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში ინსპექტირების მასალების პროკურატურისთვის დადგენილი წესით გადაგზავნა;

 

  • დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის განხორციელებისას მიღებული ინფორმაციის გამოკვლევა-დამუშავება და შემოწმების სუბიექტისათვის პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა;

 

  • დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ მინისტრისათვის ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაზე უფლებამოსილი პირისათვის შესაბამისი რეკომენდაციების (დასკვნები) წარდგენა;

 

  • გამოვლენილი კანონმდებლობის დარღვევის ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით,ინსპექტირება-შემოწმების პროცესში მოპოვებული მასალების განზოგადოება და სათანადო რეკომენდაციების და წინადადებების მინისტრისათვის წარდგენა;

 

  • დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და კომპეტენციის განხორციელების მიზნით,კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან, პროკურატურის ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობა;

 

  • გენერალური ინსპექციის არასაიდუმლო/საიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველყოფა, ოპერატიული აღრიცხვიანობა და არქივის წარმოება;

 

  • დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და კომპეტენციის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით მოძიება;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების და საჩივრების განხილვა;

 

  • დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციების განხორციელების მიზნით, სამინისტროს სისტემის სუბიექტებისგან სათანადო ინფორმაციის, მათ შორის სტატისტიკური და ანალიტიკური ინფორმაციის გამოთხოვა, შეჯამება-აღრიცხვა და სისტემატიზაცია;

 

  • სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მოსამსახურეებისათვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა;

 

  • კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობის შემოწმება მისი გამჟღავნების აღმოფხვრის მიზნით და სათანადო რეკომენდაციების/წინადადებების მომზადება;

 

  • დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და კომპეტენციების განხორციელების მიზნით, სათანადო კვლევების ჩატარება და განზოგადებული ანგარიშების შედგენა;

 

  • სტატისტიკური ფორმების/ინსტრუქციების შემუშავება და მინისტრისთვის მათი დასამტკიცებლად წარდგენა;

 

  • საქართველოს კანონმდებლობის ან/და მინისტრის დავალების შესაბამისად სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

 

  • გენერალური ინსპექციის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.