უწყებრივი მედლები

მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ 
(I ხარისხი)

 

I ხარისხის მედლით ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები, 15 წლის უმწიკვლო სამსახურისათვის, როდესაც მათ მიმართ, განვლილი სამსახურის პერიოდში წახალისებების რაოდენობა აღემატება დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას და დაჯილდოების პერიოდში მასზე არ მოქმედებს რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

 

მასალა – ლითონი ოქროს შეფერილობით.

 

მედლით ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებს აჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

 

 

 

 

 

 

 

 

  

 

 

 

2_[640x480]

მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“

(II ხარისხი)

 

II ხარისხის მედლით ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები, 10 წლის უმწიკვლო სამსახურისათვის, როდესაც მათ მიმართ, განვლილი სამსახურის პერიოდში წახალისებების რაოდენობა აღემატება დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას და დაჯილდოების პერიოდში მასზე არ მოქმედებს რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

 

მასალა – ლითონი ვერცხლის შეფერილობით.

 

მედლით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებს აჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის”

(III ხარისხი)

 

III ხარისხის მედლით ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის” ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები, 5 წლის უმწიკვლო სამსახურისათვის, როდესაც მათ მიმართ, განვლილი სამსახურის პერიოდში წახალისებების რაოდენობა აღემატება დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას და დაჯილდოების პერიოდში, მასზე არ მოქმედებს რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

 

მასალა – ლითონი ბრინჯაოს შეფერილობით.

 

მედლით ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებს აჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

IMG_0243_[640x480]

მედალი «სამშობლოსათვის თავდადებული»

 

მედლით ,,სამშობლოსათვის თავდადებული“ ჯილდოვდებიან:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის, როგორც საომარი მდგომარეობის, ისე მშვიდობიანობის პერიოდში.

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში 20 და მეტი წლის უმწიკვლო სამსახურისათვის, როდესაც დაჯილდოების პერიოდში, მათზე არ მოქმედებს რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

IMG_0148_[640x480]

მედალი «საბრძოლო იარისათვის»

 

მედლით «საბრძოლო იარისათვის» ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები საბრძოლო დავალების შესრულებისას და შეიარაღებული კონფლიქტების დროს მიღებული ჭრილობებისა ან სხეულის სხვა სახის დაზიანებებისათვის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით მედლით «საბრძოლო იარისათვის» შესაძლებელია დაჯილდოვდნენ უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები, სამშვიდობო ოპერაციების შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ერთობლივი სამხედრო ოპერაციების შესრულებისას მიღებული ჭრილობების ან სხვა დაზიანებებისათვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 IMG_0196_[640x480]მედალი «გენერალი კვინიტაძე»

მედლით «გენერალი კვინიტაძე» ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის ოფიცრები, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით და შესაბამისი უცხო ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, მედლით «გენერალი კვინიტაძე» შესაძლებელია დაჯილდოვდნენ აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები (სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები), რომელთა საქმიანობაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 მედალი «სიცოცხლის გადარჩენისათვის»

მედლით «სიცოცხლის გადარჩენისათვის» აჯილდოვებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებს და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს:

ა) საომარი მოქმედებების დროს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, საომარი მოქმედებების რაიონში მყოფი სამოქალაქო პირების ან დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების გადარჩენისთვის;

ბ) მშვიდობიანობის პერიოდში, უბედურების ზონაში დარჩენილი ადამიანების საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადარჩენისთვის;

გ) სიცოცხლისათვის საშიში ქიმიური, რადიაქტიული და ფეთქებადი ნივთიერებების გააუვნებელყოფისთვის, რითაც თავიდან აიცილეს ადამიანების მსხვერპლი.

დ) სამშვიდობო ოპერაციების შესრულების დროს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სამხედრო მოსამსახურეების ან სამოქალაქო პირების გადარჩენისთვის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით და შესაბამისი უცხო ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, მედლით ’’სიცოცხლის გადარჩენისათვის” შესაძლებელია დაჯილდოვდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები (სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები) ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ან სამოქალაქო პირების გადარჩენისათვის.

 

 

 

   

 

  

 მედალი «სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის»

მედლით «სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის» ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირები სამშვიდობო ოპერაციებში ღირსეულად მონაწილეობისთვის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით და შესაბამისი უცხო ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, მედლით «სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის» შესაძლებელია დაჯილდოვდნენ აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები (სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები), საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

IMG_0210_[640x480]

 მედალი «გენერალი მაზნიაშვილი»

მედლით «გენერალი მაზნიაშვილი» ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის ოფიცრები, წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით და შესაბამისი უცხო ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, მედლით «გენერალი მაზნიაშვილი» შესაძლებელია დაჯილდოვდნენ აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები (სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები), რომელთა საქმიანობაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 IMG_0154_[640x480]მედალი ,,სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისათვის"

მედლით ,,სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისათვის” ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირები სტიქიური მოვლენების ან/და მისი შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების დროს, აგრეთვე მოსახლეობისათვის დახმარების აღმოჩენისას გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

IMG_0139_[640x480]

 მედალი ,,გიორგი ანწუხელიძე’’

მედლით ,,გიორგი ანწუხელიძე’’ ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უმცროს, უფროს და მთავარ სერჟანტთა შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეები და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს:

ა) საბრძოლო დავალების შესრულებისას გამოჩენილი ინდივიდუალური მამაცობისათვის;

ბ) სწავლებების მართვის ან დაგეგმარების დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მონაწილეობისათვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მედალი «ქაქუცა ჩოლოყაშვილი»

მედლით «ქაქუცა ჩოლოყაშვილი» ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დაცვის საქმეში გამოჩენილი თვალსაჩინო დამსახურებებისათვის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით და შესაბამისი უცხო ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, მედლით «ქაქუცა ჩოლოყაშვილი» შესაძლებელია დაჯილდოვდნენ აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები (სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები), რომელთა საქმიანობაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში.

 

 

 

მედალი ,,დიდგორის ჯვარი’’

მედლით ,,დიდგორის ჯვარი’’ ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები საომარი და საბრძოლო მოქმედებების დროს გაბედული მოქმედებებისათვის, ლიდერის თვისებებისა და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენისათვის გამოჩენილი მამაცობისათვის.