დაბადების თარიღი: 14 იანვარი, 1978

1994 - 1998 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საბანკო საქმის სპეციალობით.
უცხო ენები: ინგლისური, ესპანური, რუსული, თურქული
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და რვა შვილი
22.02.2021- საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
2019- 22.02.2021 - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
2016 - 2019 წწ. - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე;
2015 - 2016 წწ. - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; აღმასრულებელი დირექტორი;
2015 წ. - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე;
2010 - 2015 წწ - MFA საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში; ფინანსური მენეჯერი;
2007 - 2010 წწ. - ს.ს. „კორ - სტანდარტ ბანკი“; ბიზნესის განვითარების დირექტორი;
2007 წ. - ს.ს. „კორ - სტანდარტ ბანკი“; საბურთალოს ფილიალის მმართველი;
2006-2007 წწ.- ს.ს. „კორ - სტანდარტ ბანკი“; ბუდაპეშტის განყოფილების მმართველი;
2005-2006 წწ.- ს.ს. „კორ - სტანდარტ ბანკი“;კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტი - პირადი ბანკირი;
2004-2005 წწ. - ს.ს. „ქართუ ბანკი“; პლასტიკური ბარათების მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტი; უფროსი სპეციალისტი;
2001 - 2004 წწ. - საქართველოს ეროვნული ბანკი; სალიკვიდაციო კომისიის ეკონომისტი;
1999 - 2001 წწ. - შპს „ლუქსი“; ფინანსური მენეჯერი;
1998 - 1999 წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი.
2013-2014 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის ორგანიზებისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს შენობის შეძენისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიღებული აქვს ორი პირადი მადლობა;
მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები და სიგელები;
მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სემინარსა და კონფერენციაში.