სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი
სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი

დებულება | დეპარტამენტის უფროსი

 

სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და თავისი ამოცანებისა და კომპეტენციის განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

 

დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

 

დეპარტამენტის ამოცანებია:

 

  • სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების სოციალურ ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

 

  • დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეინტეგრაციის პროცესის ეფექტიანად და ხარისხიანად წარმართვა სამინისტროს სისტემის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;

 

  • სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პოლიტიკის გატარება;

 

  • სამინისტროს პრიორიტეტების საფუძველზე, სამხედრო-ფსიქოლოგიური სერვისების უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, ფსიქოლოგიური შერჩევის სისტემის და მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება და მისი შემდგომი განხორციელება;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით სახელმწიფო,ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება.

 

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

 

  • სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების სოციალურ ხელშეწყობასთან დაკავშირებით წინადადებების და პროექტების შემუშავება და მათი განხორციელება;

 

  • სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების ინფორმირება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების შესახებ;

 

  • დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებული სტანდარტული პროცედურებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;

 

  • დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მონაცემთა ბაზის შექმნა პირველადი საჭიროებების განსაზღვრისა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ზომების მიღების მიზნით;

 

  • დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება, მულტიდისციპლინარული (IDART) ჯგუფის მუშაობის მონიტორინგი,რეინტეგრაციის პროცესის ეფექტურად და ხარისხიანად წარმართვა სამინისტროს სისტემის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;

 

  • დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით სახელმწიფო, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება;

 

  • დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების კვალიფიკაციის და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეიარაღებული ძალების შესაბამის ქვედანაყოფებში/სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმების ხელშეწყობა, შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;

 

  • დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების პროფესიული განვითარების მიზნით, საგანმანათლებლო პროგრამების/კურსების მოძიება;

 

  • შეიარაღებულ ძალებში სპორტის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობა;

 

  • სპორტული პროექტების შემუშავება, სპორტულ ღონისძიებათა დაგეგმვაში მონაწილეობა,მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა ჩართულობის კოორდინაცია;

 

  • სამინისტროში ფსიქოლოგიური სერვისების უზრუნველყოფის გაუმჯობესება, მეთოდური რეკომენდაციების, სამოქმედო გეგმების შემუშავება და შემდგომი განხორციელება;

 

  • სამინისტროს პრიორიტეტების საფუძველზე, სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფსიქოლოგიური დახმარების უზრუნველყოფა;

 

  • სამინისტროს სისტემაში სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული კვლევების წარმოება;

 

  • სამინისტროს სისტემაში სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება, სტატისტიკური დამუშავება და ანალიზი;

 

  • სამინისტროს პრიორიტეტის საფუძველზე სამხედრო სამსახურში, სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფებში მისაღები კანდიდატების ფსიქოლოგიური შერჩევა მინისტრის მიერ დამტკიცებული პროტოკოლის მიხედვით;

 

  • საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განსახორციელებლად წარსაგზავნი ან ამ მისიებიდან დაბრუნებული პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიური შემოწმების დაგეგმვა და განხორციელება, მინისტრის მიერ დამტკიცებული პროტოკოლის მიხედვით;

 

  • საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში წარსაგზავნი პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ დასკვნის მომზადება და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა;

 

  • საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო მისიებიდან დაბრუნებული პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ დასკვნის მომზადება, შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა და ფსიქოლოგიური დახმარების განხორციელება/ორგანიზება;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, ლექციების,ტრენინგებისა და სემინარების ჩატარების უზრუნველყოფა;

 

  • „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირება (შემოსული ინფორმაციის მიღება, რეგისტრაცია, ხოლო საჭიროებისას დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში);

 

  • კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მასზე შესაბამისი რეაგირება;

 

  • მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებების შესრულება;

 

  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.