სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი
სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი

დებულება | დეპარტამენტის უფროსი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის შესრულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დეპარტამენტის ამოცანებია:

 

  • უზრუნველყოს შესაბამისი პროცედურების გატარებას სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვის სახელშეკრულებო პირობების შესრულების მონიტორინგი.

 

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

 

  • დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის, ან/და მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის განკარგულების საფუძველზე, განახორციელოს საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს სახელმწიფო
  • შესყიდვის ორგანიზება;

 

  • შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება;

 

  • სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ელექტრონული ტენდერის პროცედურების ჩატარება;

 

  • სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადება;

 

  • სახელმწიფო შესყიდვებისათვის, დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი შეფასება;

 

  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების (შესყიდვის საგნის,ანგარიშსწორების ფორმის, შესყიდვის ვადებისა და სახელშეკრულებო პირობების უზრუნველყოფის, ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის (ინსპექტირების) განმახორციელებელი, ასევე მიღება-ჩაბარების გაფორმების უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულების) განსაზღვრის მიზნით,შესყიდვის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირისათვის წინადადებების წარდგენა ან თავად დეპარტამენტის მიერ აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება;

 

  • საბაჟო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;

 

  • სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების წარდგენა, მათ მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის (ინსპექტირების), მიღება-ჩაბარების გაფორმების და კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით;

 

  • ხელშეკრულების კონტროლზე უფლებამოსილი პირების ინფორმაციის საფუძველზე,სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებლებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა, ხოლო მიმწოდებლის მიერ ნებაყოფლობით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად, გარანტორისაგან საგარანტიო პირობების შესრულების მოთხოვნა და/ან მასალების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაგზავნა შემდგომი რეაგირებისათვის;

 

  • სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შედგენა/კორექტირება;

 

  • კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, ანგარიშგების მიზნით, სათანადო ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში;

 

  • სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების აღრიცხვის წარმოება (გარდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებისა);

 

  • მონაცემთა და სააღრიცხვო ელექტრონული ბაზების წარმოება;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების,იურიდიული და ფიზიკური პირების წერილების/განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

 

  • სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების, მათი შესრულების თაობაზე შესაბამისი მონაცემებისა და დაკავშირებული დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვა.

 

  • კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.