დებულება | დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის შესრულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამინისტროს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესწავლა და სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის შემუშავება;
ბ) საერთაშორისო პროგრამების ფინანსური დაგეგმვა და შესრულება;
გ) სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
დ) სამინისტროს, მათ შორის, სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების (შემდგომში – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები) მიხედვით, ფინანსური უზრუნველყოფის სისტემის შემუშავება და ცენტრალიზებული წესით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შედგენილი დოკუმენტაციისა და რეკვიზიტების მიხედვით, შესაბამისი ანგარიშსწორება;
ე) სამინისტროს ფინანსური უზრუნველყოფა, ფინანსური უზრუნველყოფის სისტემის შემუშავება და მართვა;
ვ) სამინისტროს ბიუჯეტის აღსრულება;
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესწავლა და სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის შემუშავება;
ბ) სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესაბამის უწყებებში განსახილველად წარდგენა;
გ) სამინისტროს ბიუჯეტის კვარტალური განწერა;
დ) პროგრამების, წვრთნებისა და სხვა ღონისძიებების ფინანსურ დაგეგმვაში მონაწილეობა;
ე) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან პარტნიორობის კუთხით, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
ვ) ცენტრალიზებული წესით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რეკვიზიტების მიხედვით ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს ფულადი უზრუნველყოფა და სალარო ოპერაციების წარმოება;
თ) საგადასახადო, სახაზინო და საბანკო ოპერაციების წარმოება და განაცემთა ინფორმაციის ელექტრონული დეკლარირება კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) დაწესებულ ვადებში სამინისტროს საფინანსო ანგარიშგების გამოთხოვა, განხილვა და ნაერთი ბალანსის შედგენა და წარდგენა;
კ) სამინისტროს მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგების მომზადების მიზნით, საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა, ანგარიშგების მომზადება და შესაბამის უწყებებში წარდგენა;
ლ) სამინისტროს სისტემაში მოქმედი იურიდიული პირების დებულებების, წესდებების, ბიუჯეტებისა და საშტატო განრიგების პროექტების განხილვა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალების შემთხვევაში მათ მიერ მიღებული შემოსავლების ანალიზი;
მ) სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების საფინანსო და სამეურნეო აღრიცხვის სამსახურებში დასანიშნად წარდგენილი კანდიდატურების განხილვაში მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ნ) კანონპროექტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ო) სამინისტროს ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისა და მისი შესრულების ანალიზი;
პ) კომპეტენციის ფარგლებში საფინანსო საკითხების კოორდინაცია და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მიღებული დაფინანსების შესრულების მონიტორინგის განხორციელება;
ჟ) საფინანსო საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების სამინისტროში ეფექტურად იმპლემენტაციასთან დაკავშირებით დახმარების აღმოჩენა;