დებულება | დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და თავისი ამოცანებისა და კომპეტენციის განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა ნატოში ინტეგრაციისა და ალიანსთან თანამშრომლობის საკითხების შესახებ;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება;
გ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებისთვის პრესრელიზების, საინფორმაციო და ვიზუალური მასალების მომზადება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით
გავრცელება;
ე) საზოგადოებისათვის სამინისტროს საქმიანობის, მათ შორის, თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდება (მიმდინარე რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები, ნატოში ინტეგრაციის პროცესი, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობა, სამხედრო სწავლებები, წვრთნები და სამინისტროს სხვა პრიორიტეტული მიმართულებები) და მედიის მხრიდან საინფორმაციო მხარდაჭერა;
ვ) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების და მედიატურების მოწყობა;
ზ) მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია, რეგისტრაცია და მათი თანხლება სამინისტროს სისტემაში შემავალ ობიექტებზე ვიზიტისას.
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სისტემის სტრატეგიული კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის შემუშავება და დაგეგმვა;
ბ) სამინისტროს საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; განხორციელების მხარდაჭერა და მონიტორინგი;
გ) სამინისტროს ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, აგრეთვე მათ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მიღება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის, აგრეთვე საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და ალიანსთან თანამშრომლობის შესახებ მიმდინარე აქტივობების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა, მისი დამუშავება, სისტემატიზაცია და სამინისტროს ერთიან საკომუნიკაციო სტრატეგიაში ინტეგრირება;
ე) სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის განსაზღვრის, აგრეთვე, საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფების წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო
ჯგუფების შექმნის თაობაზე წინადადებების მომზადება და აღნიშნული ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული და თავდაცვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ზ) საკომუნიკაციო ინსტრუმენტების და პროდუქტების შემუშავება, საინფორმაციო კამპანიების უზრუნველყოფა, შესაბამისი მასალების მომზადება და გავრცელება;
თ) ქართულ და უცხოურ მედიასაშუალებებთან, მედიისა და კომუნიკაციის ექსპერტებთან, ამავე პროფილით მომუშავე კვლევით ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფებთან ერთად ერთობლივი ღონისძიებების, სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ანალიტიკურ და საექსპერტო წრეებთან;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეების და სამხედრო/სამოქალაქო წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების მიზნით;
ლ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისთვის საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე გამართული ღონისძიებებისთვის მთავარი გზავნილების მომზადება;
ნ) მედიის წარმომადგენლებისთვის პრესრელიზების, საინფორმაციო და ვიზუალური მასალების მომზადება და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელება;
ო) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების და მედიატურების მოწყობა;
პ) საზოგადოებრივ მაუწყებელთან, კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან და სხვა მედიასაშუალებებთან ერთად ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება;
ჟ) მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია, რეგისტრაცია და მათი თანხლება სამინისტროს სისტემაში შემავალ ობიექტებზე ვიზიტისას;
რ) საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების და საბრძოლო მოქმედებების დროს მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება;
ს) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის და სოციალური ქსელების საინფორმაციო უზრუნველყოფა, მონიტორინგი და მუდმივი განახლება;
ტ) სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფების საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
უ) სამინისტროს საიმიჯო პოზიციონირების ანალიზი და ხელმძღვანელობის ინფორმირება;
ფ) ქართული და უცხოენოვანი მედიის მონიტორინგი/ანალიზი და ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება არსებული ტენდენციების შესახებ;