დებულება | დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით.
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები:
ა) შეიმუშავებს წინადადებებს იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე;
ბ) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული უწყებათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
გ) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მისაღები რეკომენდაციების პროექტების შემუშავებას;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული,სამინისტროს მიერ გასაცემი ლიცენზიებისა და ნებართვების მომზადებას;
ე) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს.