სამინისტროს ადმინისტრაცია
სამინისტროს ადმინისტრაცია

დებულება | დეპარტამენტის უფროსი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და კომპეტენციის შესრულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ადმინისტრაციის ამოცანებია:

 

  • სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მუშაობის ორგანიზება;

 

  • სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ურთიერთობის კოორდინაცია;

 

  • მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

 

  • მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (საორგანიზაციო/არასაიდუმლო) ელექტრონულ პროგრამაში ასახვა და აღნიშნული აქტების კოდიფიცირება;

 

  • საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (შემდეგ – „ნატო“) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების უზრუნველყოფა;

 

  • ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად ნატოსთან თავსებადი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება და მართვა;

 

  • საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმა და უზრუნველყოფა, უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ორგანიზება;

 

  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და ამ მიზნებით სამინისტროს დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და შესრულების მონიტორინგი, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა;

 

  • მინისტრისათვის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება/ხელშეწყობა

 

ადმინისტრაციის კომპეტენციაა:

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისათვის ინფორმაციისა და წინადადებების წარდგენა მინისტრისა და მისი მონაწილეობით განსახილველი საკითხებისა და მისაღები გადაწყვეტილებების თაობაზე;

 

  • მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო (გარდა მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა), არასაიდუმლო) უზრუნველყოფა და სამინისტროს არქივის მართვა;

 

  • იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვა;

 

  • საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის ფუნქციონირების წარმართვა;

 

  • ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

 

  • შესაბამის დაწესებულებებში/ორგანოებში არსებული ნატოს ლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრების საქმიანობის კოორდინაცია და ქვერეგისტრებში ფიზიკური, ინფორმაციული,პერსონალური (კადრების), საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ნორმების კონტროლის უზრუნველყოფა;

 

  • ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებისა და ნატოს უსაფრთხოების ოფისის რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა;

 

  • მინისტრის, მინისტრის შესაბამისი მოადგილის, აგრეთვე სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების მიერ, წინასწარი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება;

 

  • უცხოეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, მათ შორის, პარტნიორ ქვეყნებთან გაფორმებული თანამშრომლობის გეგმებით პროგრამებით) გათვალისწინებული ღონისძიებების პროგრამების, მოსამზადებელი ღონისძიებების (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება,ოფიციალური სადილი, ოფიციალური დასაჩუქრება და სხვ.) ნუსხის, შესაბამისი ბრძანებების პროექტების შედგენა და მათში გაწერილი დავალებების შესრულების ორგანიზება და კონტროლი;

 

  • საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს/საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ გასამართი ვიზიტებისა და ღონისძიებების (სემინარები, შეხვედრები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი და სხვ.) ორგანიზაციული უზრუნველყოფა და,საჭიროებისამებრ, თანამშრომლების წინასწარ მივლინება;

 

  • უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს/საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება და ვიზებით უზრუნველყოფა;

 

  • საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა დაწესებულებებთან,საქართველოში უცხოეთის ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;

 

  • სამინისტროს/საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების თარგმანი;

 

  • საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინირებით, სამინისტროს სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების მზადყოფნის ორგანიზება და მიზანმიმართული გამოყენების კონტროლი;

 

  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და ამ მიზნებით სამინისტროს დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და შესრულების მონიტორინგი, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა;

  

  • მინისტრისათვის სხვადასხვა საკითხზე მასალების, პრეზენტაციების მომზადება, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.