საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი

დებულება დეპარტამენტის უფროსი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის შესრულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.

 

დეპარტამენტის ამოცანებია:

 

ა) სამინისტროს სისტემის ერთიანი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ხედვისა და სტრატეგიის ფორმირება და თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება;


ბ) სამინისტროს სისტემაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიური პროექტების შემუშავება შესაბამის ქვედანაყოფებთან კოორდინაციით, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;


გ) სამინისტროს სისტემაში კიბერუსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობა;


დ) ელექტრონული მონაცემთა ბაზების, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა და მათი გამართულად მუშაობა სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;


ე) ერთიანი საინფორმაციო ბაზის ადმინისტრირება, სისტემური განახლება და ანალიზი.

 

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

 

ა) სამინისტროს სისტემაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესაბამისი პოლიტიკისა და სტანდარტების განსაზღვრა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობის კოორდინაცია და მისი მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;


ბ) სამინისტროს სისტემაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების წესებისა და ნორმების დანერგვა, აგრეთვე სისტემის ელექტრონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;


გ) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სტანდარტებისა და ნორმების დანერგვა, კომპეტენციის ფარგლებში ამ სტანდარტების დანერგვის პროცესისა და ექსპლუატაციის მონიტორინგი სსიპ - კიბერუსაფრთხოების ბიუროსთან თანამშრომლობით;


დ) სამინისტროს სისტემის კიბერსივრცეში არსებული კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ადმინისტრირებისა და დაცვის საერთო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და შემდგომი მონიტორინგი სსიპ - კიბერუსაფრთხოების ბიუროსთან თანამშრომლობით;


ე) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;


ვ) არსებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სისტემების სტატისტიკა-ანალიზი და მათი სრულყოფისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება;


ზ) სამინისტროს სისტემაში კომპიუტერული და საკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით;


თ) სამინისტროს სისტემაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო მიმართულებების პროექტებისა და გეგმების შემუშავება;


ი) ელექტრონული მართვის სისტემების (პროგრამების) შექმნა, დანერგვა და განვითარება, მათი ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა. ელექტრონული მართვის სისტემების შექმნის პროცესში, შესაბამისი ქვედანაყოფების ჩართულობის უზრუნველყოფა;


კ) სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოყენების ელექტრონული ვერსიების დამუშავების ხელშეწყობა, გავრცელება, ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება-სრულყოფის ხელშეწყობა;


ლ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და ტექნოლოგიების ოპტიმალური განაწილების უზრუნველყოფა, მონიტორინგი და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფის ხელშეწყობა/მხარდაჭერა;


მ) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებაში სამინისტროს პერსონალის ხელშეწყობა შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფისა და სახელმძღვანელო-საცნობარო მასალების მოპოვება-მომზადების გზით;


ნ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა აღრიცხვა, მონაცემთა ბაზაში შეტანა და ცენტრალური მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;


ო) სამინისტროს სისტემაში არსებული საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ლოგისტიკური სერვისებისა და აპლიკაციების მართვა.