თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების სამსახური
თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების სამსახური

დებულება | ოფისის უფროსი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების სამსახური წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს დებულებით განსაზღვრული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების (მათი აპარატების) საქმიანობის

კოორდინაცია;


ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების თავდაცვის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავდაცვის
სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა.

 

სამსახურის ძირითადი კომპეტენციებია:


ა) საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, თავდაცვის სფეროში საქართველოს წარმომადგენლობის (თავდაცვის ატაშეს/წარმომადგენლის აპარატების) ფუნქციონირების უზრუნველყოფა;


ბ) სამინისტროს დიპლომატიურ საქმიანობაში მონაწილეობა, საზღვარგარეთის ქვეყნების თავდაცვის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების მიზნით, მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად;


გ) თავდაცვის ატაშეს/წარმომადგენლის (და მისი აპარატის მოსამსახურეების) კანდიდატების შერჩევაში მონაწილეობა. მომზადების და როტაციის წესით წარგზავნის პროცედურების კოორდინაცია;

დ) თავდაცვის ატაშეს/წარმომადგენლის (და მისი აპარატის) ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის (მათ შორის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და სამართლებრივი დოკუმენტაციით უზრუნველყოფის) კოორდინაცია;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობის წარმოება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საპროტოკოლო საქმიანობის წარმოება.