თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი
თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი

დებულება დეპარტამენტის უფროსი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და თავისი ამოცანებისა და კომპეტენციის განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

 

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზი პოლიტიკურ-სტრატეგიული, საფინანსო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით;

ბ) ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს შეფასება და ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, წინადადებების შემუშავება თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებებთან დაკავშირებით;


გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის პოლიტიკის, დაგეგმვისა და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება, მათი შემუშავების/გადასინჯვის პროცესის კოორდინაცია;


დ) ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების, ძირითადი პრინციპებისა და შესაძლებლობების ანალიზის განხორციელება და პრიორიტეტული მოთხოვნების შემუშავება, აგრეთვე სამინისტროს თავდაცვის ძალების განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმების განსაზღვრა;


ე) თავდაცვის სიტემისა და პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასება და თავდაცვის პოლიტიკასა და გეგმებთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;


ვ) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა;


ზ) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების პროცესის კოორდინაცია და რესურსების მართვის ფარგლებში თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მონაწილეობა.

 

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

 

ა) რეგიონულ და სტრატეგიულ დონეზე თავდაცვის, უსაფრთხოების და საერთაშორისო პოლიტიკის სფეროებში არსებული ვითარების შესწავლა/ანალიზი, მნიშვნელოვანი პროცესებისა და ტენდენციების გამოკვეთა, შესაძლო განვითარებების პროგნოზირება. აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის გარემოს ანალიზი, მისგან მომდინარე საფრთხეებისა და შესაძლებლობების გამოკვეთა ასევე, უსაფრთხოების გარემოსა და საფრთხეების შეფასების მიზნით სათანადო დასკვნების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის წარსადგენად;


ბ) თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოში მომხდარი ცვლილებების, განვითარების ტენდენციებისა და პროგნოზების მნიშვნელობის შეფასება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფისთვის, ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესის მხარდასაჭერად სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის წარსადგენად;


გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე საგარეო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა/მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია;


დ) სტრატეგიულ და რეგიონულ დონეებზე საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური, სამხედრო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური პროცესების ანალიზი;

ე) თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი პროცესების, მათ შორის, შერჩეულ თემატურ საკითხებზე ანალიზის განხორციელება და შედეგების შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობის და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმირება;


ვ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, ქართულ და უცხოურ ანალიტიკურ და საექსპერტო წრეებთან და შესაბამისი პროფილით მომუშავე კვლევით ჯგუფებთან ურთიერთობა;


ზ) თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული და უწყებრივი დონის სტრატეგიული/კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების ანალიზი, შემუშავება და/ან შემუშავებაში მონაწილეობა;

თ) თავდაცვის სისტემის სტრატეგიული ანალიზის და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;


ი) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა/წარმართვა;


კ) სამინისტროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პოლიტიკის ხელშეწყობა;


ლ) რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება მიმდინარე და განსახორციელებელი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით;


მ) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა;


ნ) უწყებათაშორის ფორმატში თანამშრომლობისა და კოორდინაციის პროცესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;


ო) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება;


პ) თავდაცვის რესურსების მართვის სისტემის მხარდასაჭერად პოლიტიკის განსაზღვრა, თავდაცვის პროგრამების შემუშავების პროცესის კოორდინაცია და კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მონაწილეობა;


ჟ) თავდაცვის რესურსების გამჭვირვალე და ეფექტიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;


რ) თავდაცვის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავების პროცესის მხარდაჭერა;


ს) პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გეგმების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობა, ასევე პასუხისმგებლობის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;


ტ) თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის განახლების პროცესში მონაწილეობა;


უ) საქართველოს უსაფრთხოების გარემოს გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზისა და შეფასების სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა;


ფ) თავდაცვის სისტემის განვითარების კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ შიდაუწყებრივ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა;


ქ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, ან/და თავდაცვის სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეთანხმებულ მიმართულებებზე და საკითხებზე მათი ანალიტიკური უზრუნველყოფა და მხარდაჭერა;


ღ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;


ყ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.