საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი

დებულება | დეპარტამენტის უფროსი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით.

 

დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

 

  • სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა და კოორდინაცია;

 

  • თავდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია;

 

  • საზღვარგარეთის სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი წინადადებების შემუშვება;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეების და სამხედრო/სამოქალაქო წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს თავდაცვის ატაშეების, სამხედრო და/ან სამოქალაქო წარმომადგენლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

 

  • საზღვარგარეთის სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება, სამინისტრო ს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის პოლიტიკის, თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი სამართლებრივი აქტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, ნატოში ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი წინადადებების მომზადება, ნატოსთან თავდაცვის სფეროში მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით;

 

  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის არსებული პარტნიორობის მექანიზმების ეფექტური გამოყენება სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და ტენდენციების შესწავლა, გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება;

 

  • ვიზიტების ეფექტურად წარმართვის მიზნით, სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში/სწავლებებში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;

 

  • მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ დასადები სხვა ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირთან და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასთან და მათ წევრ სახელმწიფოებთან ასოცირების შეთანხმებითა და აღმოსავლეთ პარტნირობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესის კოორდინაცია, მონიტორინგი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ დასადები სხვა ხელშეკრულებების და შეთანხმებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი.