სამოქალაქო პერსონალის მართვის სისტემების განვითარების სტრატეგია
სამოქალაქო პერსონალის მართვის სისტემების განვითარების სტრატეგია

„სამოქალაქო პერსონალის მართვის სისტემების განვითარების სტრატეგია“ 2014 წელს შემუშავდა და დამტკიცდა. „სამოქალაქო პერსონალის მართვის სისტემის განვითარების სტრატეგიაში“ აღწერილია ადამიანური რესურსების მართვის სისტემის ყველა კომპონენტი, მექანიზმი და მათი დანერგვის პროცესი. სტრატეგია განსაზღვრავს ადამიანური რესურსების მართვის სისტემის სრულფასოვნად განვითარების ძირითად მიმართულებებს, ადამიანური რესურსების მართვის მექანიზმებს, სასურველი შედეგებისა და წარმატების შეფასების ინდიკატორებს და სისტემის დანერგვისთვის საჭირო პირობებს, გზებსა და საშუალებებს.