„ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების კონცეფცია“ 2013 წელს შემუშავდა და დამტკიცდა. კონცეფციის ძირითადი მიზანია თავდაცვის სამინისტროში ადამიანური რესურსების მართვის სისტემის განვითარების პოლიტიკის, პრინციპებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის, შეიარაღებული ძალებისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან (სსიპები) მიმართებაში.
თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის კონცეპტუალური დოკუმენტის თანახმად, სამინისტროში ადამიანური რესურსების მართვა სამინისტროს მიზნების მისაღწევად და ამოცანების წარმატებით შესასრულებლად შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის საჭირო დროს და სათანადო თანამდებობებზე რეკრუტირებას, განვითარებას და შენარჩუნებას ემსახურება.