თავდაცვის რესურსების მართვის კონცეფცია

„თავდაცვის რესურსების მართვის კონცეფცია“ გამოხატავს თავდაცვის სამინისტროს ხედვას მატერიალური რესურსების მართვის სფეროში. დოკუმენტი ხელს შეუწყობს თავდაცვის სამინისტროში ეფექტური და გამჭვირვალე რესურსების მართვის სისტემის შემდგომ ინსტიტუციონალიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს არსებული უსაფრთხოების გარემოს გამოწვევებზე საპასუხოდ შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას და თავდაცვის სამინისტროს რესურსების ადეკვატური კონტროლისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას საბიუჯეტო სახსრების განკარგვისას. თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესება ასევე უზრუნველყოფს საქართველოს ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას.

 

აღნიშნული დოკუმენტის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო ,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016” დოკუმენტი, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტსაც წარმოადგენს თავდაცვის რესურსების მართვის სისტემის ფუნდამენტალური ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების ასახვა სახელმძღვანელო დოკუმენტებში, არსებულ სტრუქტურასა და პროცედურებში.