თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

„თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი“ განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული, ინსტიტუციური და ოპერატიული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებს კონკრეტული პერიოდისთვის. დოკუმენტი აღწერს არსებულ ვითარებას, მიმოიხილავს საფრთხეებსა და გამოწვევებს და მიზნად ისახავს საიმედო, ქმედითუნარიანი, ნატოს სტანდარტებთან თავსებადი, შედეგზე ორიენტირებული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას. „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის“ შემუშავება და დამტკიცება ხდება საქართველოს მთავრობის მიერ.