საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია

„საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია” არის ქვეყნის ძირითადი სამხედრო-პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც ეყრდნობა „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა“ და „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტს“ და ქვეყნის უსაფრთხოების გარემოსა და ეროვნულ ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მიზნებს, ამოცანებსა და შესაძლებლობებს, ისევე როგორც სამომავლო განვითარების ხედვას. „საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას“ საქართველოს მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის განახლება ხდება საჭიროებისამებრ, ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს არსებითი ცვლილებების და/ან თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში არსებული პოლიტიკის, პრიორიტეტებისა თუ ტენდენციების შესაბამისად; შეიარაღებული ძალების განვითარების ახალი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით.