საფრთხეების შეფასების დოკუმენტი

„საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“ წარმოადგენს ფუნდამენტურ კონცეპტუალურ დოკუმენტს, რომელიც ახდენს საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, მათი რეალიზების შესაძლო სცენარების, ალბათობების და შედეგების ანალიზს. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“ უსაფრთხოების ცნების ფართო გაგებას ეფუძნება. დოკუმენტში სამხედრო-პოლიტიკურ საფრთხეებთან ერთად შეფასებულია სოციალურ-ეკონომიკური და ტერორისტული საფრთხეები, ასევე, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები. საფრთხეების შეფასების დოკუმენტს  შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.