საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“ არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს და ეროვნულ ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს მის წინაშე არსებულ და  მომავალ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს და ადგენს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას შეიმუშავებს საქართველოს მთავრობა და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.