„თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელო“ თავდაცვის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით, განსაზღვრავს საჭირო მითითებებსა და რეკომენდაციებს პროგრამის ხელმძღვანელებისა და პროცესში ჩართული სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის. სახელმძღვანელო, თავდაცვის სტრატეგიული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, ასახავს საშუალოვადიან პერსპექტივაში თავდაცვის პროგრამების შემუშავებისთვის საჭირო პრიორიტეტულ მიმართულებებსა და საორიენტაციო ფინანსურ ჭერებს.