საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „საკომუნიკაციო სტრატეგიის“ დანიშნულება, თანამედროვე საინფორმაციო გამოწვევების ფონზე, თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტების კომუნიკაციის პოლიტიკის განსაზღვრაა. კომუნიკაციის სტრატეგიის პრიორიტეტი თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაციის სისტემის დეცენტრალიზაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტურობის გაზრდაა, რაც გამჭვირვალობისა და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირების აუცილებელი წინაპირობაა. თავდაცვის სამინისტროს ოთხწლიანი საკომუნიკაციო სტრატეგია განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ერთიან საკომუნიკაციო მიმართულებას, საკომუნიკაციო მიზნებს, სამიზნე აუდიტორიებსა და საკომუნიკაციო თემატიკას.