2014 წლის ნატო-ს უელსის სამიტზე საქართველომ, თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობებისაღმშენებლობის (Defence and Related Security Capacity Building Initiative - DCB) ინიციატივის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (Substantial NATO-Georgia Package -SNGP) მიიღო. პაკეტი ქვეყნისთავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, მდგრადობის გაძლიერებას, ნატო-სთან თავსებადობისამაღლებასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესის ხელშეწყობას ისახავსმიზნად.
ნატო-ს მხრიდან არსებითი პაკეტის განხორციელების კოორდინაციას ოპერაციების დარგში ნატო-სგენერალური მდივნის თანაშემწე ხელმძღვანელობს, ხოლო თითოეული ინიციატივის პრაქტიკულგანხორციელებაში ქართულ მხარეს ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულიწარმომადგენლები ეხმარებიან. ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ექსპერტების უმრავლესობასაქართველოში მუდმივად (როტაციის პრინციპით) იმყოფება, ხოლო გარკვეული ნაწილი პერიოდულადახორციელებს ვიზიტებს.
2022 წლის მაისის მონაცემებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესშინატო-ს 30 წევრი ქვეყანა და 2 პარტნიორი სახელმწიფოა ჩართული.
არსებითი პაკეტის განხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგს ნატო-ს მხრიდან ნატო-სძირითადი ჯგუფი (NATO Core Team) უზრუნველყოფს, რომლის გერმანელი ხელმძღვანელი, ამერიკელ, რუმინელ, ბრიტანელ და თურქ მოადგილეებთან ერთად მუდმივად არიან მოვლენილი საქართველოში.
ეროვნულ დონეზე არსებითი პაკეტის ეფექტურად მართვის, ერთიანი სამთავრობო მიდგომის და პაკეტის განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 ოქტომბრის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის უწყებათაშორისი საბჭო, რომლის თავმჯდომარედ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მუდმივ წევრებად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი განისაზღვრნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კოორდინაციას უწევენ არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესს, ხოლო თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ფარგლებშიმოქმედი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების სამმართველო ნატო-ს ძირითად ჯგუფთან და ინიციატივის ხელმძღვანელ ექსპერტებთან ყოველდღიური მუშაობით წარმატებით უზრუნველყოფს არსებითი პაკეტის განხორციელებას, მის კოორდინაციასა და მონიტორინგს, როგორც თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში, ასევე სხვა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან და ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობით.
2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ცამეტ ინიციატივას დაემატა ორი პრიორიტეტული მიმართულება, რისშედეგადაც არსებითი პაკეტი აერთიანებდა 15 ინიციატივას და მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (NATO-Georgia Joint Training and Evaluation Center -JTEC), თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (Defence Institution Building School-DIBS), ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარება, კიბერთავდაცვა, სტრატეგიული კომუნიკაციები, კრიზისების მართვა და სხვა.
2017 წელს წარმატებით დასრულდა სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ინიციატივა, ხოლო 2020 წელს ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარების ინიციატივა.
2019 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, არსებითი პაკეტის განახლების/გადახედვის შესახებ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. პაკეტის განახლების პროცესი 2020 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და დასრულდა იმავე წლის დეკემბერში ნატო-ს საგარეო მინისტერიალის მიერ განახლებული პაკეტის დამტკიცებით.
განახლების პროცესის შედეგად პაკეტს დაემატა 3 ახალი ინიციატივა (სამხედრო სამედიცინო შესაძლებობების განვითარება, ინგლისური ენის შესაძლებლობების განვითარება და სტანდარტიზაცია და კოდიფიკაცია) და ამჟამად მოიცავს 16 ინიციატივას. განახლებული SNGP არის უფრო მიზანმიმართული და თანმიმდევრული. ახალი პაკეტი უკეთ აკმაყოფილებს ქვეყნის წინაშე არსებულ მოთხოვნებსა და გამოწვევებს.
ზემოთ აღნიშნული ინიციატივებიდან ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებისა და ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით ხაზგასასმელია შემდეგი განსაკუთრებით წარმატებული ინიციატივები:
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) უზრუნველყოფსმრავალეროვნულ წვრთნებსა და სწავლებებს, რის შედეგადაც საქართველოს, ნატო-სა და პარტნიორქვეყნებს შორის თავსებადობის ამაღლებას უწყობს ხელს. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, JTEC-იმჭიდროდ თანამშრომლობს პოლონეთში მდებარე ნატო-ს ერთობლივი ძალების წვრთნის ცენტრთან (Joint Force Training Centre JFTC), 2020 წლის ბოლოს კი JTEC-JFTC-ის შორის გაფორმდა პარტნიორობის ხელშეკრულება.
ნატო-საქართველოს სწავლება
2016 წლის ნოემბერში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა პირველადუმასპინძლა ნატო-საქართველოს ერთობლივ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას-NATO-Georgia Exercise 2016, რომელიც კომპიუტერული მხარდაჭერით ჩატარდა. ნატო-საქართველოს სწავლებაში სულ 250 მონაწილეიყო ჩართული, მათ შორის, ნატოს 11 წევრი და 2 პარტნიორი ქვეყნის და ნატო-ს სტრუქტურაში შემავალიშტაბების წარმომადგენლები.
ნატო-ს მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით 2019 წლის მარტში მეორედ ჩატარდა NATO-Georgia Exercise 2019. აღნიშნული სწავლების ფარგლებში, საქართველო ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც ნატო-ს ერთობლივი სწავლების ჩატარების მართვის და ხელმძღვანელის როლი დაეკისრა (Officer Conducting Exercise, Officer Directing Exercise). სწავლებაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
2022 წლის მარტში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) მესამედ უმასპინძლა ნატო-საქართველოს სწავლებას NATO-Georgia Exercise 2022. სწავლების ჩატარების როლი საქართველოს თავდავის ძალების გენერალურ შტაბს დაეკისრა (Officer Conducting Exercise), ხოლო სწავლების ხელმძღვანელის როლი (Officer Directing Exercise) კი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრა შეასრულა. აღნიშნულ სწავლებაში ნატო-ს 17 წევრი და 4 პარტნიორი სახელმწიფოების 564 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
ხაზგასასმელია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS), რომლის მიზანს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება და თანამშრომლების პროფესიულიგანვითარება, ეროვნულ დონეზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ერთიანი მიდგომებისჩამოყალიბება, უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან და ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებთანთანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს. აქვე აღსანიშნავია, რომ სკოლის ფუნქციონირების არეალიარა მხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონულ და საერთაშორისო დონესაც მოიცავს.
DIBS აქტიურად და წარმატებით უზრუნველყოფს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას ნატო-სწევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სასწავლო დაწესებულებებთან სკოლის საუკეთესო პრაქტიკისდანერგვისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. DIBS ისწრაფვის გახდეს ნატო-ს აკრედიტებული ინსტიტუტი საქართველოში. ამ პროცესში სკოლამ უკვე დანერგა ნატო-ს ხარისხის მართვის პრინციპები, რაც დადებითად იქნა შეფასებული ნატო-ს ექსპერტთა მიერ 2021 წლის ნოემბერში. აღნიშნულის საფუძველზე, ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მიერ გაცემულია დადებითი რეკომენდაცია სკოლის უპირობო, 6 წლიანი აკრედიტაციის თაობაზე. სტატუსის მიღება 2022 წლის ბოლომდე იგეგმება.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ალიანსის სამხედრო სტრუქტურებს შორის, მათ შორის ნატო-ს სახმელეთო სარდლობასა (LANDCOM) და ნატო-ს საზღვაო სარდლობასთან (MARCOM).
ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბი აქტიურადაა ჩართული საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების განვითარებაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია კი აქტიურად თანამშრომლობს ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონთან და უახლოეს მომავალში იგეგმება აღნიშნული ბატალიონის სრული წევრობის სტატუსის მოპოვება.
კიბერთავდაცვის ინიციატივის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აქტიურად თანამშრომლობს ნატო-ს სხვადასხვა სტრუქტურებთან, მათ შორის, ესტონეთში მდებარე ნატო-ს კიბერთავდაცვის დახელოვნების ცენტრთან. ბიუროს წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ ალიანსის კიბერსწავლებებში. ეს ხელს უწყობს კიბერ სფეროში ცნობიერების ამაღლებას, შესაძლებლობების განვითარებას და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას.
კრიზისების მართვის ინიციატივა მოიცავს აღნიშნულ სფეროში უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას შორის. ინიციატივის ფარგლებში დანიური მხარის მიერ ხორციელდება პერსონალის, მათ შორის ინსტრუქტორთა მომზადება და სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობის გრანტის სახით გადმოცემა.
2015 წელს ნატო-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდი(Defence and Related Security Capacity Building Trust Fund - DCB TF) შეიქმნა. DCB ინიციატივაში მონაწილეობსხუთი ქვეყანა: საქართველო, იორდანია, ერაყი, ტუნისი და მოლდოვა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებშიალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს ეძლევათ შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერა გაუწიონთავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ინიციატივაში მონაწილე სახელმწიფოებს.
ნდობის ფონდში ამჟამად საქართველოს ფინანსურ დახმარებას უწევენ ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნები. დღეის მდგომარეობით ფონდში საქართველოს მხარდასაჭერად 7 მლნ ევროზე მეტი ფინანსური რესურსია მობილიზებული. აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერა ხმარდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა კავშირგაბმულობის სისტემების, კიბერთავდაცვის, სამხედრო-საინჟინრო და პროფესიული განათლების შესაძლებლობების განვითარებას.
საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლების პროცესის ეფექტიანობის მიზნით თავდაცვის სამინისტრო მუდმივად ახორციელებს ნატო-ს, ევროკავშირის, ასევე სხვა მრავალმხრივი და ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებით გათვალისწინებული დახმარების სინქრონიზაციას. აღნიშნული პროცესი ასევე უზრუნველყოფს როგორც საქართველოს, ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების რესურსების მიზნობრივ ხარჯვას და გამორიცხავს ძალისხმევის დუბლირებას.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების შემუშავებისა და განხორციელების პროცესისფარგლებში მიღებული გამოცდილების შედეგად, საქართველომ ნატო-ს მხარდაჭერით აქტიურად დაიწყოექსპერტიზის გაზიარება თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობისინიციატივის მიმღებ სხვა ქვეყნებთან (DCB recipient countries).
თანამშრომლობა გლობალურ და რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გლობალურ და რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა გაერო, ეუთო, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და ა.შ., თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ემსახურება ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას და მშვიდობის უზრუნველყოფას.