სსსტც „დელტა“

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს.

„დელტას“ ისტორია მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება. ამჟამინდელი სტატუსით ორგანიზაცია 2005 წლიდან ფუნქციონირებს. 2010 წლიდან კი „დელტას“ ყოფილი საავიაციო ქარხანა და ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი შემოუერთდა.

ცენტრი „დელტა“ საქართველოში მოქმედი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე მუშაობს.

 „დელტას“ პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული გუნდი, არსებული ტექნიკის დახვეწაზე, რემონტსა და ინოვაციურ პროექტებზე ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. ბოლო წლებია „დელტაში“ წარმოებული რამდენიმე სახეობის ტექნიკით, იარაღითა და აღჭურვილობით ქართული შეიარაღებული ძალები მარაგდება. „დელტას“ საწარმოებში დამზადებული პროდუქცია,ასევე გასულია ექსპორტზე  მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.

 

ვებ გვერდი: http://www.delta.gov.ge