კიბერუსაფრთხოების ბიურო

საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) კიბერუსაფრთხოების ბიურო არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ, რომლის ძირითადი მიზანია თავდაცვის სამინისტროს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებში შექმნას და განავითაროს სტაბილური, ეფექტური და უსაფრთხო ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემები.

ბიურო ახორციელებს ინფორმაციული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების, კიბერშეტევებისა და კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტების პრევენციულ და რეაქციულ მართვას.

კიბერუსაფრთხოების ბიურო განსაზღვრავს და შეიმუშავებს თავდაცვის სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას და ადგენს ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს.

ბიურო უფლებამოსილია შეიმუშაოს სფეროს მარეგულირებელი კონცეპტუალური დოკუმენტები და სამართლებრივი ჩარჩო, უზრუნველყოს კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო სტანდარტებთან და სამართლებრივ ნორმებთან თავსებადობა.