პროფესიული განვითარების პროგრამები

აშშ-ს საერთაშორისო სამხედრო წვრთნისა და განათლების პროგრამა (აშშ) (IMET)

 

აშშ-ს საერთაშორისო სამხედრო წვრთნისა და განათლების პროგრამა ფოკუსირებულია პროფესიულ სამხედრო განათლებაზე და მისი მიზნებია მომავალი ლიდერების მომზადება, აშშ-სა და პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთობის განმტკიცება და ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობა.

 

აშშ-ს საერთაშორისო სამხედრო წვრთნისა და განათლების პროგრამის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ განათლება მიიღონ აშშ-ს ისეთ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორიცაა: საზღვაო ძალების უმაღლესი სკოლა, ომის კოლეჯი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, თავდაცვის ენის ინსტიტუტი, საზღვაოსნო განათლებისა და ტრენინგების პროფესიული განვითარების ცენტრი და ა.შ. სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობას იღებენ ისეთ კურსებში, როგორიცაა:  თავდაცვის დაგეგმვის კურსი, თავდაცვის რესურსების მართვის კურსი, გენერალური ინსპექციის კურსი, პერსონალის მართვის კურსი, სამხედრო სამართლის განვითარების კურსი, სამხედრო პერსონალის სისტემების ანალიზის პროგრამა, სტრატეგიული დაგეგმვის სამაგისტრო პროგრამა,  და სხვა.

 

http://www.dsca.mil/programs/international-military-education-training-imet

 

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი (აშშ, ქ. ვაშინგტონი) (NDU)

 

ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტია, რომელიც ორიენტირებულია მაღალი დონის სწავლებებსა და ლიდერთა განვითარებაზე. უნივერსიტეტი აერთიანებს კერძო, საჯარო და საერთაშორისო პარტნიორებს აკადემიურ გარემოში, კომპლექსური ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების საკითხების შესწავლის მიზნით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საშუალება აქვთ დაესწრონ აღნიშნულ უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამებს და მიიღონ მაგისტრის ხარისხი. 

 

http://www.ndu.edu

 

 

 

თავდაცვის სამეფო კოლეჯი  (გაერთიანებული სამეფო, ქ. ლონდონი) (RCDS)

 

თავდაცვის სამეფო კოლეჯი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის მთავარი კოლეჯია, რომელიც უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების იმ ოფიცერთა და შესაბამისი სამოქალაქო პერსონალის სტრატეგიულ განათლებას, რომელთაც აქვთ მაღალი რანგის მიღწევის პოტენციალი. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის კურსის მიზანია პოლიტიკური, დიპლომატიური, უსაფრთხოების, სოციალური და ეკონომიკური საკითხების სწავლება სტრატეგიულ დონეზე. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მოწვევით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ კურსში.

 

http://www.da.mod.uk/colleges-schools/royal-college-of-defence-studies

 

 

 

ნატო-ს თავდაცვის კოლეჯი (იტალიის რესპუბლიკა, რომი) (NDC)

  

ნატოს თავდაცვის კოლეჯის მისიაა, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებზე მთავარი საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბებით, ალიანსის ეფექტურობისა და ერთსულოვნების  ხელშეწყობა. კოლეჯი მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებსა და შესაბამის სამოქალაქო პირებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, ასევე, ალიანსთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით  ქმნის საერთაშორისო კავშირების დამყარების შესაძლებლობას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ კოლეჯის  კურსებში:  ინტეგრირებული პარტნიორობის საორიენტაციო კურსი, ნატოს რეგიონული თანამშრომლობის კურსი, მაღალი დონის კურსი.

 

http://www.ndc.nato.int/

 

 

 

ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლების ევროპული ცენტრი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. გარმიშ-პარტენკირხენი)

 

ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლების ევროპული ცენტრი საერთაშორისო,  ამერიკულ–ევროპული საგანმანათლებლო ცენტრია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ცენტრშის სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას იღებენ უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული პირები 152 ქვეყნიდან. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ  შემდეგ კურსებში: სემინარი ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე, ტერორიზმისა და უსაფრთხოების სწავლების პროგრამა, ინგლისური ენის მაღალი დონის წერის კურსი, უსაფრთხოების სწავლების პროგრამა და სხვა.

 

http://www.marshallcenter.org/mcpublicweb/en/

 

 

 

ბალტიის თავდაცვის კოლეჯი (ესტონეთი, ქ. ტარტუ) Baltic Defense College

 

ბალტიის თავდაცვის კოლეჯი უზრუნველყოფს პროფესიულ სამხედრო განათლებას სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირებისათვის, რათა ისინი  მზად იყვნენ იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც კარიერის განმავლობაში, ომსა თუ მშვიდობიან პერიოდში შეხვდებათ. ბალტიის თავდაცვის კოლეჯში ხორციელდება ოთხი პროგრამა:  უფროს ლიდერთა კურსი, უმაღლესი სამეთაურო კურსი, გაერთიანებული სამეთაურო და საშტაბო კურსი და სამოქალაქო მოსამსახურეთა კურსი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ უმაღლეს სამეთაურო  კურსსა და გაერთიანებულ სამეთაურო და საშტაბო კურსს.

 

https://www.baltdefcol.org/?id=15

 

 

 

სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის პროგრამა (MTCP) (კანადა)

 

სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის პროგრამა ფართომასშტაბიანი თავდაცვის დიპლომატიის პროგრამაა, რომლის მიზანს წარმოადგენს, თავდაცვის სფეროში შესაძლებლობების განვითარების პროექტების განხორციელებით, კანადისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება. პროგრამის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ შემდეგ კურსებში: თავდაცვის რესურსების მართვის კურსი, ინგლისური ენის კურსი, ინგლისური ენის მასწავლებლის კურსი, სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის კურსი და სხვა.

 

http://www.forces.gc.ca/en/business-grants-contributions/military-training-cooperation-program.page

 

 

 

ნატო-ს სკოლა ობერამერგაუში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ ობერამერგაუ) - NATO School Oberammergau

 

ნატოს სკოლა წარმართავს სწავლებებსა და ინდივიდუალურ ტრეინინგებს ნატო-ს მიმდინარე ოპერაციების, სტრატეგიების, პოლიტიკის, დოქტრინებისა და პროცედურების მხარდასაჭერად.  საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობას იღებენ სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან. სკოლში ტარდება ერთკვირიანი სასწავლო კურსები შემდეგი ძირითადი  მიმართულებებით: რესურსების მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, დაზვერვა, უსაფრთხოების საკითხები, ერთობლივი გეგმები და ოპერაციები, სტანდარტები, შეფასება და ტრენინგი, და სხვა. 

 

http://www.natoschool.nato.int

 

 

 

ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი (შვეიცარიის კონფედერაცია, ქ. ჟენევა)

  

ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი ორიენტირებულია განათლებაზე, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობის,  უსაფრთხოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას. ცენტრი ქმნის პოლიტიკის ანალიზისა და დიალოგის შესაძლებლობებს საჯარო მოსამსახურეების, დიპლომატების, სამხედრო პირების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის 140 ქვეყნიდან.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ცენტრის შემდეგ კურსებში: გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების ახალი მიმართულებები, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ანალიზი ევროპასთან მიმართებაში, საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების უმაღლესი სასწავლო სამაგისტრო კურსი, და სხვ.

 

http://www.gcsp.ch/About/Discover-GCSP

 

 

 

პარტნიორობის წვრთნებისა და განათლების ცენტრები (PTECs)

 

პარტნიორობის წვრთნებისა და განათლების ცენტრები საგანმანათლებლო და წვრთნების დაწესებულებებია, რომლებიც ერთიანდებიან ნატო-ს მიერ აღიარებულ ერთიანი კონცეფციის ქვეშ. სასწავლო დაწესებულებები პარტნიორ ქვეყნებიდან წარმოდგენილ სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს სთავაზობს ნატოს პოლიტიკის მიზნებისა და პრიორიტეტების შესაბამის სასწავლო კურსებსა და სემინარებს.  

 

http://www.act.nato.int/ptecs

 

 

 

თავდაცვის რესურსების მართვის რეგიონული დეპარტამენტი (DRESMARA) (რუმინეთი, ქ. ბრაშოვი)

 

თავდაცვის რესურსების მართვის რეგიონული დეპარტამენტი რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანოა. თავდაცვის რესურსების მართვის რეგიონული დეპარტამენტი ნატოს მიერ აღიარებული პარტნიორობის წვრთნებისა და განათლების ცენტრს წარმოადგენს (PTEC). ცენტრის მიზანია სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეებს  მიაწოდოს ცოდნა თავდაცვის რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებული კონცეფციებისა და  მეთოდების შესახებ და განუვითაროს სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარები,  რათა თავდაცვის სფეროში მოქმედმა ორგანიზაციებმა შეძლონ რესურსების ეფექტური განაწილება და გამოყენება.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საშუალება აქვთ დაესწრონ დაესწრონ შემდეგ კურსებს:  ინფორმაციული რესურსების მართვის კურსი ექსპერტებისათვის,  თავდაცვის რესურსების მართვის კურსი, დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების კურსი, ინფორმაციული უსაფრთხოების კურსი.

 

http://www.dresmara.ro/index_en.html?id=en103

 

 

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის რეგიონული ცენტრი (ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში, სკოპიე)

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის რეგიონული ცენტრი პარტნიორობის წვრთნებისა და განათლების ცენტრია, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოებრივი საქმეთა თემატიკის სწავლებაზე. ცენტრის ღონისძიებებში მონაწილეობას იღებენ ნატოს წევრი და პარტნიორ ქვეყნების წარმომადგენლები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საშუალება აქვთ დაესწრონ ცენტრის შემდეგ კურსებს: ორგანიზებულ საერთაშორისო კრიზისების კომუნიკაციის კურსი, საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაზისო კურსი და სხვ..

 

http://parc.mk/about-us

 

 

 

შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრი (შვედეთი)

 

შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრი წვრთვნებისა და განათლების ცენტრია, რომელიც ორიენტირებულია სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო მზადყოფნასა და მათ პროფესიულ განვითარებაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ კურსებში: გენდერული მრჩევლის კურსი, გენდერული საკითხების ტრეინინგი ტრენერებისათვის, მრავალეროვნული დაგეგმვის ტაქტიკური კურსი, სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის კურსი და სხვა.

 

http://www.forsvarsmakten.se/en/about/organisation/training-units-schools-and-centres/ 

 

 

   

თურქეთის პარტნიორობა მშვიდობისათვის სასწავლო ცენტრი (თურქეთის რესპუბლიკა, . ანკარა)

 

პარტნიორობა მშვიდობისთვის სასწავლო ცენტრის მისიაა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელი სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის სწავლება, ნატო-ს პოლიტიკისა და პრინციპების შესაბამისად, სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ცენტრის მიერ ორგანიზებულ შემდეგ კურსებში: თავდაცვის დაგეგმვის კურსი, შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის კურსი, გაეროს სამხედრო დამკვირვებლის კურსი, სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი, სტრატეგიული ანალიზის კურსი, სამოქალაქო სამხედრო თანამშრომლობის კურსი, და სხვა.

 

 

 

ნატო-ს დახელოვნების ცენტრები (COEs)

 

ნატოს დახელოვნების ცენტრები საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციებია, რომლებიც ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან წარმოდგენილი ლიდერებისა და სპეციალისტების სამხედრო მომზადებასა და სწავლებას ემსახურება. დღესდღეობით ნატოს მიერ აკრედიტირებული 24 დახელოვნების ცენტრი არსებობს, რომელთა სამუშაო ენაც ინგლისურია.  ცენტრები მოიცავს სწავლებების ისეთ ფართო სპექტრს, როგორიცაა: სამოქალაქო-სამხედრო ოპერაციები, კიბერ თავდაცვა, სამხედრო მედიცინა, ენერგო უსაფრთხოება, საზღვაო ომი, ტერორიზმის წინააღმდეგ თავდაცვა და სხვა.

 

http://www.nato.int/cps/en/natohq/topics_68372.htm

 

 

 

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი (თურქეთის რესპუბლიკა, . ანკარა)

 

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დახელოვნების ცენტრი ნატოს აკრედიტებული სასწავლო დაწესებულება. ცენტრის მისიაა გადაწყვეტილების მიმღები პირების გაძლიერება ტერორიზმის საკითხებზე ინფორმაციისა და ცოდნის მიწოდებით. ცენტრში ტარდება კურსები შემდეგ ძირითად თემებზე: ტერორიზმთან ბრძოლის სამართლებრივი ასპექტები, კრიტიკული ობიექტების ტერორისტული თავდასხმებისგან დაცვის კურსი, ტერორისტთა მიერ კიბერ სივრცის გამოყენება, ტერორიზმისგან თავდაცვის (აღმასრულებელი დონე) კურსი, კურსი - ტერორიზმი და მედია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ზემოხსენებულ კურსებში.

 

http://www.coedat.nato.int

 

 

 

ფინანსების დახელოვნების ცენტრი (სლოვენიის რესპუბლიკა, ქ. ლიუბლიანა)

 

ფინანსების დახელოვნების ცენტრი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფინანსების სექტორში დასაქმებულ თანამდებობის პირთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ცენტრის სწავლებები რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: ბუღალტერია და აუდიტი, საბიუჯეტო თანხების მომზადება და ბიუჯეტის შესრულება,  ცენტრალური ბანკის რეფორმების განხორციელება, რეფორმების მართვა და საგადასახადო პოლიტიკა და ადმინისტრირება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ  ცენტრის მიერ ორგანიზებულ შემდეგ კურსებს: პროგრამული და შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირების კურსი, სტრუქტურული რეფორმის ფისკალური პროგრამირება,ევროკავშირის დაფინანსების წყაროები, დაგეგმვა და შიდა აუდიტი, და სხვ.

 

https://www.cef-see.org/about-us

 

 

 

ნატო-ს კომუნიკაციებისა და საინფორმაციო სისტემების სკოლა (CISS)  (ქ.ლატინა, იტალია)  

 

ნატო-ს კომუნიკაციებისა და საინფორმაციო სისტემების სკოლის მიზანია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელი სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის ნატო-ს კომუნიკაციებისა და სისტემების ეფექტური მართვის, კონტროლისა და ადმინისტრირების შესახებ ტრენინგების ჩატარება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სკოლის  კურსებში.

 

http://www.nciss.nato.int/mission.php

 

 

 

ნატო-ს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამა (BI)

 

ნატო-ს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის ფარგლებში, ნატო ხელს უწყობს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს, დანერგონ კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში დადგენილი საერთაშორისო ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად. პროგრამა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის დაწესებულებებში უზრუნველყოფს კორუფციის რისკის შემცირების სტრატეგიულ მიდგომას. პროგრამა მოიცავს კონკრეტული ქვეყნებისა და შემთხვევებისათვის შექმნილ საგანმანათლებლო კურსებს, სწავლებებს, ტრეინინგებსა და პუბლიკაციებს.

 

http://www.nato.int/cps/en/natolive/topics_68368.htm

 

 

 

ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა (NATO PDP)

 

ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მიზანია უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ხედვაა საქართველოს ნატოსთან დაახლოების ხელშეწყობა საჯარო სექტორის მდგრად, ინსტიტუციურ განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანის გზით. პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მიმდინარე რეფორმების იმპლემენტაციაში, საქართველოში მოქმედი ნატოს ინსტრუმენტების ხელშეწყობა და უსაფრთხოებისა და რეფორმების საკითხში პარლამენტის როლის გაძლიერება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად იღებენ მონაწილეობას  ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ღონისძიებებში.

 

http://www.nato.int/nato_static/assets/pdf/topics_graphics/20111122_nato-georgia-pdp.pdf