კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წლის 2 აგვისტოს, ქალაქ ქუთაისში დაარსდა. 2014 წლის 15 სექტემბერს, ლიცეუმს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი მიენიჭა და აღნიშნული თარიღი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დღედ გამოცხადდა. 2012 წლის 1 ივლისს, ლიცეუმის კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება შედგა, სასწავლებელი 78-მა კადეტმა დაამთავრა. 2016 წელს ლიცეუმში, სასწავლებლის ისტორიაში პირველად, გოგონები ჩაირიცხნენ.

 

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მისიაა ეროვნული ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების აღზრდა, კადეტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, თანამედროვე სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება. ლიცეუმში ყველა პირობაა შექმნილი კადეტების პატრიოტული, ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდისათვის, მათში ოფიცრის პროფესიის დაუფლების სურვილის გაღვივებისთვის.

 

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო პროცესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის და დამატებითი სამხედრო პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს. ლიცეუმი პანსიონური ტიპისაა და კადეტებს საცხოვრებელი პირობებით, სამედიცინო მომსახურებით, კვებით და სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს.

 

კადეტები აქტიურად მონაწილეობენ ეროვნულ ოლიმპიადებში, სასწავლო- შემოქმედებით კონფერენციებში, სხვადასხვა კონკურსებსა და ღონისძიებებში, დაჯილდოებულნი არიან დიპლომებით, სიგელებითა და მადლობის წერილებით. ლიცეუმს უკვე ჰყავს კურსდამთავრებულთა 6 გამოშვება, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 466 კადეტმა დაამთავრდა.  ამჟამად ლიცეუმში 31 გოგონა სწავლობს.

 

ვებ გვერდი: https://cadet.mod.gov.ge/