საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა
თავდაცვის სამინისტროში შექმნილია სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და უწევს რეკომენდაციას თავდაცვის სამინიტროს ბალანსზე არსებული ბინების სამსახურებრივ სარგებლობასა და საკუთრებაში გადაცემის შესახებ .
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.02.2013 წლის N70 და 04.04.2014 წლის N441 ბრძანებით შექმნილი კომისიების გადაწყვეტილების საფუძველზე, 2013-2019 წლებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ შემდეგი კატეგორიები:
- 129 მძიმედ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურესა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების 32 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა კერძო საკუთრებაში;
- სამსახურებრივ სარგებლობაში გადაეცა 248 მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს;
- თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის03.2007 წლის N135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტების საფუძველზე, 1307 მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურე დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართებით.
ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.10.2016 წლის N954 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2019 წელს, 63 მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურე დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართებით თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 19.03.2007 წლის N135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტებით გათვალისწინებული ვალდებულების თანახმად.
საბინაო კომისიის კრიტერიუმები
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №MOD 8 14 00000441 ბრძანებით შექმნილი კომისია, იმ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას, რომლებმაც იმსახურეს და დაასრულეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის N135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი (შემდეგ-კონტრაქტი), ახორციელებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით, ქულათა ჯამის თანმიმდევრობის შესაბამისად:
ა) გარდაცვალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას - 50 ქულა;
ბ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება/მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი - 45 ქულა;
გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი - 40 ქულა;
დ) სოციალური დახმარების ,,საარსებო შემწეობის" მიმღები ოჯახის წევრი - 35 ქულა;
ე) მრავალშვილიანის სტატუსი (4 და მეტი შვილი) ან არასრულწლოვანი შვილის ყოლა, რომელსაც დადგენილი აქვს ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი''- ს სტატუსი - 30 ქულა
ვ) ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე პირის საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის არქონა - 25 ქულა;
ზ) პირის საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის არქონა, როდესაც ის სარგებლობს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართით - 20 ქულა;
თ) პირის საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის ქონა, რომელიც არ არის გადაცემული სახელმწიფოსაგან - 15 ქულა;
ი) ნამსახურობა - 1,5 ქულა ნამსახურობის 1 წელზე.
სოციალური კომისია
საქართველოს თავდაცვის მინიტრის 2013 წლის 12 მარტის #181 ბრძანების საფუძველზე, თავდაცვის სამინიტროში შეიქმნა სოციალური, სამედიცინო და ფინანსური დახმარების თაობაზე შემოსული კორესპონდენციის განმხილველი კომისია, რომელიც განიხილავს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის და მათი ოჯახის წევრების სამკურნალო ხარჯების დაფინანსების საკითხებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
კომისიას ხელმძღვანელობს თავდაცვის მინისტრის ორი მოადგილე;
კომისიის წევრების შემადგენლობაში არიან:
- შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში გენერალური შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე;
- თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
- თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
- ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი;
- შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი;
- შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსი;
- თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი;
- თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ან მოადგილე.
2017 წელი
კომისიის გადაწყვეტილებით, თავდაცვის უწყების 215 თანამშრომლის სამკურნალო ხარჯების დასაფინანსებლად გაცემული თანხების ოდენობამ შეადგინა 912191.27 ლარი.
აღნიშნული თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა:
- 26 სამოქალაქო პირი- 153166.54 ლარი;
- 34 სამხედრო მოსამსახურე - 356053.58 ლარი; მათ შორის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპული 3 სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრი - 24630.16 ლარი; 2008 წლის რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების დროს მძიმედ დაჭრილი 6 სამხედრო მოსამსახურე - 13641.54 ლარი; ISAF-ის სამშვიდობო მისიაში დაჭრილი 5 სამხედრო მოსამსახურე - 11241.04 ლარი.
- თანამშრომელთა 126 ბავშვი - 390193.80 ლარი. მათ შორის, რეაბილიტაციის 2 კურსი გაიარა ცერებრული დამბლით დაავადებულმა 32-მა ბავშვმა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 52136.25 ლარი.
- 29 თანამშრომლის ოჯახის წევრი (დედა, მამა, მეუღლე) - 12777.35 ლარი
გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრის ინდაქტით, ერთჯერადი დახმარება გაიცა 124 მოსამსახურეზე 512427.27 ლარის ოდენობით. მათ შორის, 12 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრზე გამოყოფილმა თანხამ შეადგინა 105000 ლარი.
ISAF-ის სამშვიდობო მისიაში დაჭრილ 18 სამხედრო მოსამსახურეზე გაიცა ერთჯერადი დახმარება, თითოეულზე - 6250 ლარის ოდენობით, სულ - 112500 ლარი.
2018 წელი
თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ფინანსურის დახმარება გაეწია 929 მოსამსახურეს თანხით 1 213222 ლარი.
მათ შორის:
- 2008 წლის აგვისტოს ომში, ავღანეთის სამშვიდობო მისიასა და 2004 წლის საბრძოლო ოპერაციის დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებზე გაიცა დახმარება თანხით- 236687 ლარი;
- 103 მოსამსახურეზე -903535 ლარის.
სოციალური კომისიის მიერ 2018 წელს დახმარება გაეწია თავდაცვის უწყების 257 მოსამსახურეს თანხით- 1 032299.1 ლარი.
მათ შორის:
- 59 მოსამსახურის ოჯახის წევრს (მეუღლე და მშობლები) გაეწია დახმარება თანხით-173082.99 ლარი;
- 115 მოსამსახურის ოჯახის წევრს ( შვილები)- 296919.25 ლარი
2019 წელი
თავდაცვის სამინისტროს სოციალური, სამედიცინო და ფინანსური კორესპონდენციის განმხილველი კომისიის ფარგლებში დახმარება გაეწია 352 მოსამსახურეს თანხით - 1 077 874, 67 ლარი.
სამედიცინო მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები, ომსა და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები - 87 060, 91 ლარი;
- 84 სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი - 358 487, 91 ლარი;
- 261 სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურის ოჯახის წევრები - 612 470, 08 ლარი;
- პროთეზირება და ერთჯერადი დახმარება - 19 855, 77 ლარი.
თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გაცემული თანხები:
თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დახმარება გაეწია 388 მოსამსახურეს 997 100, 46 ლარის ოდენობით.
გაცემული თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- 24 გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრი - 148 898, 07 ლარი;
- 33 სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ტოკიოში, ძლიერთა თამაშებში - 37 836, 76 ლარი;
- 3 სამხედრო მოსამსახურის მეუღლე - 55 867, 35 ლარი;
- 9 სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც საზღვარგარეთ გაეწია მკურნალობა - 160 055, 86 ლარი;
- 3 სამხედრო მოსამსახურის შვილები, რომლებსაც საზღვარგარეთ გაეწიათ მკურნალობა-50 139,48 ლარი;
- 2004 საბრძოლო ოპერაციის დროს და 2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახის წევრები და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები - 263 015 ლარი;
- 2 სამხედრო მოსამსახურის ბინის აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები - 52 372,45 ლარი;
- 13 სამოქალაქო და სამხედრო პირი - 97 920. 59 ლარი;
გარდა ამისა, ტაძრების მშენებლობისა და მოპირკეთებისთვის გამოიყო 130 994, 90 ლარი.