გენდერი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 აპრილის №544 ბრძანებით თავდაცვის სამინისტროში დამტკიცდა თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია. იგი მიზნად ისახავს თავდაცვის სამინისტროს სისტემის პერსონალის გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობას,  დისკრიმინაციის პრევენციასა და გენდერული ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას. სტრატეგია აგრეთვე მოიცავს გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 და მისი თანმდევი რეზოლუციების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას.