თეთრი წიგნი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „თეთრი წიგნი“ უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტია, რომელიც ეფუძნება ეროვნული დონის სტრატეგიული დოკუმენტებით გაწერილ ღირებულებებს, ინტერესებს, საფრთხეებს და წარმოაჩენს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ამოცანებს განსაზღვრული პერიოდისთვის.

 

„თეთრი წიგნი“ მუშავდება ფართო შიდაუწყებრივ და უწყებათაშორის ფორმატში, თავდაცვისა და უსაფრთხოების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობითა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად.