სოციალური დაცვა
თავდაცვის სისტემის ქვაკუთხედს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი წარმოადგენს. შეიარაღებული ძალების სიძლიერესა და ბრძოლისუნარიანობას არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური მომზადება და აღჭურვა, არამედ, უპირველესად, მისი პროფესიული განათლება და სოციალური დაცვის გარანტიები, აგრეთვე შეიარაღებული ძალების მიმართ სახელმწიფოს და საზოგადოების დამოკიდებულება განსაზღვრავს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერისა და საზოგადოებაში რეინტეგრაცია /რესოციალიზაციის მიზნით, სხვადასხვა სოციალურ, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ პროგრამებს ახორციელებს.
თავდაცვის უწყებაში დასაქმებულ პირებს უფასო სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს გორისა და ქუთაისის გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლები. შეღავათიან ფასებში შეუძლიათ მომსახურების მიღება მათი ოჯახის წევრებსაც. უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ფუნქციონირებს სოციალური, სამედიცინო და ფინანსური დახმარების თაობაზე შემოსული კორესპონდენციის განმხილველი კომისია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, მათ შორის დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ერთჯერადი ფინანსური დახმარება ჯანმრთელობის პრობლემების გადასაჭრელად. ამასთანავე, საჭიროების მიხედვით, მინისტრი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გასცემს ერთჯერად ფინანსურ დახმარებებს.
მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში (დაბა წეროვანი) საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები სისტემატურად გადიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, რეკრეაციულ თერაპიას.
თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის ფსიქოლოგიურ მომსახურებას უზრუნველყოფს. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციით დაინტერესებული პირები გადიან კონსულტაციას ფსიქოლოგთან და მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება რეაბილიტაციის პროცესი. ასევე, სუიციდის პრევენციის ფარგლებში, დეპარტამენტში ჩართულია 24 საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზი (225 30 30). სამხედრო მოსამსახურეებს და მათ ოჯახის წევრებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე და მოითხოვონ ფსიქოლოგიური დახმარება, ან რეკომენდაცია. სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ ანონიმურობა.
2008 წლის ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს თავდაცვის სამინისტრომ ვარკეთილის სამხედრო ქალაქში საცხოვრებელი ფართები გადასცა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დასაქმებულები არიან თავდაცვის უწყებაში სამოქალაქო და სამხედრო შტატებზე.
თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მხარდაჭერის მიზნით, ასევე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ურთიერთგაგების მემორანდუმების ფარგლებში.
თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა აქვთ უფასო ან შეღავათიანი მომსახურებით ისარგებლონ სხვადასხვა დაწესებულებებში, დასაქმდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებში, მიიღონ უფასო სამედიცინო მომსახურება, უფასო იურიდიული კონსულტაცია, შეისწავლონ ინგლისური ენა და დაესწრონ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“
ა(ა)იპ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ აფინანსებს სამინისტროს სისტემის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების მქონე დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეების, ვეტერანის სტატუსის მქონე მათი არასრულწლოვანი შვილების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების სამედიცინო დახმარების დაფინანსებას/თანადაფინანსებას; ასევე, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე შესაბამისი ადაპტირებული გარემოს შექმნას (საცხოვრებელი ბინების ადაპტირება, პანდუსის მოწყობა, საჭირო დამხმარე ინვენტარით უზრუნველყოფა).
დახმარება გახლავთ ერთჯერადი და არ აღემატება 2500 ლარს. აღნიშნული თანხის ზრდა ფონდის ბიუჯეტის ზრდის პირდაპირპროპორციულია. გადაუდებელ შემთხვევებში, 2500 ლარის ზემოთ, ფონდმა შესაძლებელია განიხილოს საჭირო თანხის 50%-ით თანადაფინანსება. ამისათვის, ფონდის მიერ დადგენილი კრიტერიუმების თანახმად, ბენეფიციარს 50%-ის დაფინანსება უკვე მოპოვებული უნდა ჰქონდეს და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს ფონდს, რის საფუძველზეც, ფონდი განიხილავს დარჩენილი თანხით თანადაფინანსებას.
არსებული ბიუჯეტიდან გამომდინარე, შესაძლებელია თვეში 4 ბენეფიციარის დაფინანსება/ თანადაფინანსება.
ფონდი ასევე აფინანსებს საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა და ვეტერანის სტატუსის მქონე პირთა უმაღლესი განათლებისა და პროფესიული გადამზადების კურსებს.
ფონდის ვებ გვერდი: http://www.wwsf.ge/ka/
„ოჯახების მზადყოფნის პროგრამა“
2018 წლის 22 თებერვალს საქართველო - ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო „ოჯახების მზადყოფნის პროგრამის“ განხორციელება, რომლის მიზანია სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა, მოტივაციის გაზრდა, ასევე, სამშვიდობო მისიაში მყოფი სამხედროების ოჯახის წევრების მხარდაჭერა და მათი განვითარების ხელშეწყობა.
ოჯახის მზადყოფნის პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- სახელმწიფო და კერძო უწყებებთან თანამშრომლობა:
- ს/მ-ების ოჯახის წევრების მხარდაჭერის მიზნით, სხვადასხვა ბენეფიტების მოძიება;
- პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში აღნიშნული უწყებების ჩართვა;
- სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
- ოჯახების მხარდამჭერი ჯგუფების - ლიდერების და მოხალისეთა ქსელის დანერგვა:
- ოჯახების მხარდამჭერი ჯგუფების ფუნქციების განსაზღვრა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- ლიდერების და მოხალისეთა ჯგუფების მოძიება;
- ლიდერების და მოხალისეთა ჯგუფების გადამზადება - ტრენინგები;
- პროგრამაში მოხალისეების ჩართვის მიზნით, სამოტივაციო საკითხებზე მუშაობა;
- ლიდერების საქმიანობის პერიოდული მონიტორინგი (ანგარიშების მომზადება).
- ტრენინგ-მოდულების შემუშავება და განხორციელება
- ოჯახების მხარდამჭერი ჯგუფებისათვის (მოხალისეები) ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
- ფსიქო-განათლების ფარგლებში, ს/მ-ების ოჯახის წევრებისათვის ლექცია/ტრენინგების მომზადება და ჩატარება (საკითხები: ბავშვის აღზრდის ასაკობრივი თავისებურებები, ოჯახური ძალადობა, ლუდომანია, მისიაში მონაწილე ს/მ-ების ოჯახის წევრების ფსიქოლოგიური მომზადება და სხვა);
- ს/მ-ების ოჯახის წევრებისათვის საინფორმაციო კურსის მომზადება და ჩატარება ფინანსების მართვა, დასაქმება, სამედიცინო, იურიდიულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
- კვლევების ჩატარება, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება
- კვლევითი საქმიანობის ორგანიზება და ჩატარება;
- ს/მ-ების ოჯახის წევრების საჭიროებების განმსაზღვრელი და სოციალური მდგომარეობის საკვლევი კითხვარის მომზადება;
- კვლევის შედეგების დამუშავება და რეაგირება (პროგრამის კომპეტენციის ფარგლებში);
- საინფორმაციო, შემეცნებითი, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება:
- ს/მ-ების ოჯახის წევრების შეკრება და პროგრამით გათვალისწინებული საკითხების გაცნობა;
- ს/მ-ების ოჯახებისათვის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება;
- ს/მ-ების შვილებისათვის განმავითარებელი ღონისძიებების დაგეგმვა;
- ღონისძიებების განსახორციელებლად აუცილებელი ორგანიზაციების მოძიება და ჩართვა;
- შემეცნებითი და დასასვენებელი ბანაკების ორგანიზება.
- „ცხელი ხაზი“ და ინდივიდუალური შემთხვევები
- ს/მ-ების ოჯახის წევრების ინდივიდუალური შემთხვევების განხილვა და შესაბამისი რეაგირება (კომპეტენციის ფარგლებში);
- ინფორმაციის აღრიცხვა;
- საჭიროების შემთხვევაში, გადამისამართება შესაბამის უწყებებში.
- მონიტორინგი და სტატისტიკის წარმოება
- ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განხორციელებული პროექტების შეფასება;
- პროგრამის ფარგლებში, მიღებული ინფორმაციის, მასზე რეაგირების აღრიცხვა და სტატისტიკური დამუშავება.
- ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის საორგანიზაციო საკითხები:
- პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილი ღონისძიებების საჭირო რესურსებით (ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური, ტრანსპორტი, შენობა-ნაგებობა, საკანცელარიო ნივთები) უზრუნველყოფა და კონტროლი;
ურთიერთგაგების მემორანდუმი „ჩაფიძის კლინიკასთან“
შპს „ აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრებისთვის (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს. კერძოდ, კლინიკა წინასწარ შერჩეულ კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებს უფასო ან/და შეღავათიანი სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. სამედიცინო მომსახურება მოიცავს კონსულტაციას, ექოსკოპიურ გამოკვლევას, ელექტროკარდიოგრამას, ქოლესტერინიმ გლუკოზას.
ურთიერთგაგების მემორანდუმი „ბალნეოსერვისთან“
სს „ბალნეოსერვისი“ თავდაცვის სამინსიტროს სპეციალური წოდების მქონე პირებს, სამოქალაქო და სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს სთავაზობს მომსახურებას 33%-იანი ფასდაკლებით.
სს „ბალნეოსერვისში“ გამოიყენება შემდეგი სამკურნალო პროცედურები:
- მინერალური წყლის აბაზანები
- წყალქვეშა მასაჟი (ჰიდრომასაჟი)
- ჰიდრო-ვიბრომასაჟი
- სამკურნალო ფიზკულტურა აუზში
- კლასიკური სამკურნალო მასაჟი
- ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა მინ.წყალში
- ფიზიოთერაპია
- გინეკოლოგიური ირიგაცია
- შხაპი“შარკო“
- ცირკულარული „ შხაპი
- მექანოთერაპია წყალში
- პელოიდოთერაპია( ტალახის აპლიკაცია)
- პრესოთერაპია
- ჰიდროკოლონოთერაპია (ნაწლავის ღრმა გამორეცხვა)
- პროსტატის ჯირკვლის სტიმულაცია და ტამპონადა
- ინჰალაცია
ურთიერთგაგების მემორანდუმი „ბალნეოლოგიურ კურორტთან“
თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს და მათი ოჯახის წევრებს სთავაზობს მომსახურებას 30% შეღავათით.
გამოიყენება შემდეგი სამკურნალო პროცედურები:
- მინერალური წყლის აბაზანები
- წყალქვეშა(ჰიდრომასაჟი)
- ჰიდრო-ვიბრომასაჟი
- სამკურნალო ფიზკულტურა აუზში
- კლასიკური სამკურნალო მასაჟი
- ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა მინ.წყალში
- ფიზიოთერაპია
- გინეკოლოგიური ირიგაცია
- შხაპი“შარკო“
- „ცირკულარული „ შხაპი
- მექანოთერაპია წყალში
- პელოიდოთერაპია( ტალახის აპლიკაცია)
- პრესოთერაპია
- ჰიდროკოლონოთერაპია (ნაწლავის ღრმა გამორეცხვა)
- პროსტატის ჯირკვლის სტიმულაცია და ტამპონადა
- ინჰალაცია
ურთიერთგაგების მემორანდუმი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან“
სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო“ თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, სამშვიდობო ოპერაციებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიც დროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედო მოსამსახურეებს და მათ ოჯახის წევრებს საქართველოს კულტურულ-ისტორიული ძეგლების უკეთ გაცნობის მიზნით, მუზეუმების მომსახურებით საფასურის გარეშე სარგებლობას სთავაზობს.
ურთიერთგაგების მემორანდუმი „სოციალური რეაბილიტაციის ცენტრთან“
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მუდმივად მიმდინარეობს დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურის საპროთეზო - ორთოპედიული მომსახურება.
ურთიერთგაგების მემორანდუმი „სასტუმრო ჰუალინგთან“
სასტუმრო „ჰოთელს და პრეფერენსს ჰუალინგ თბილისი“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის, აგრეთვე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს სთავაზობს სასტუმროს რეკრეაციული ცენტრის უფასო სერვისების შეთავაზებას. მემორამდუმი გაფორმდა 2019 წლის 30 იანვარს და ძალაშია ერთი წლის განმავლობაში. მემორანდუმის ფარგლებში მომსახურებას იღებენ ის დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც სჭირდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
ურთიერთგაგების მემორანდუმი „ახმეტელის თეატრთან“
„სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი“ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს სარეპერტუარო სპექტაკლებზე მოსაწვევებს უსასყიდლოდ გადასცემს.
ურთიერთგაგების მემორანდუმი „ჩიჩუების სამედიცინო ცენტრთან“
შპს „ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა“- დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრების განსაზღვრულ რაოდენობას უფასოდ სთავაზობს მკურნალობას.
ურთიერთგაგების მემორანდუმი „ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციასთან“
ააიპ „საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეთა შვილებს შესაძლებლობა აქვთ უსასყიდლოდ ჩაერთონ ფედერაციის პროექტებსა და პროგრამებში, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ურთიერთგაგების მემორანდუმი ანსამბლ „ერისიონთან“
საქართველოს ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „ერისიონი“ თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა შვილებს (6-8 წლამდე 50-დე ბავშვს) სთავაზობს ქართული ცეკვის შესწავლას 50 %-მდე ფასადკლებით.
ურთიერთგაგების მემორანდუმი "მუზეუმების გაერთიანებასთან"
ააიპ "მუზეუმების გაერთიანებასთან" შეთანხმების საფუძველზე, წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები სისტემატიურად სარგებლობენ 10 მუზეუმის მომსახურებით.
ურთიერთგაგების მემორანდუმი „გაუსთან“
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ) -დაჭრილ/დაშავებულ სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს უზრუნველყობს უფასო იურიდიული კონსულტაციებით.
ურთიერთგაგების მემორანდუმი „ალგანთან“
შპს დაცვის კომპანია „ალგანი“ თავდაცვის სამინისტროს დაშავებულ და დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს სთავაზობს დასაქმებას სხვადასხვა პოზიციებზე: დაცვის თანამშრომელი, სწრაფი რეაგირების თანამშრომელი, ტექნიკი, მძღოლი, გარე გაყიდვების აგენტი.
ურთიერთგაგების მემორანდუმი „აგროკონსორციუმ წეროვანთან“
შპს „აგროკონსორციუმი წეროვანი“ - წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფ დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს კურსის დასრულების შემდეგ გადასცემს საკუთარი წარმოების პროდუქციას.
ურთიერთგაგების მემორანდუმი „ბონჯორნოსთან“
კომპანია „ბონჯორნო“, რომელიც ქიმწმენდით სამუშაოებს აწარმოებს, თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს საკუთარ კომპანიაში დასაქმებას, თავად სამხედრო მოსამსახურეებს კი, მომსახურებაზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. კომპანია ამპუტირებულ და ანოფთალმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, დამატებით, პირადი ნივთების ადგილზე მიტანასაც უზრუნველყოფს. ხოლო, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, კომპანიის მომსახურებაზე 10%-იანი ფასდაკლების მიღება თავდაცვის სამინისტროს ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია.
ურთიერთგაგების მემორანდუმი „ალგანიდენტთან“
სტომატოლოგიური კლინიკა შპს „ალგანიდენტი“ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს სთავაზობს 50%-იან ფასდაკლებას მკურნალობის სრულ კურსზე.
ურთიერთგაგების მემორანდუმი „ეკადენტთან“
სტომატოლოგიური კლინიკა „ეკადენტი“ ყოველთვიურად უფასო სტომატოლოგიურ მომსახურების სრული კურსს უტარებს 3 სამხედრო მოსამსახურეს.
ურთიერთგაგების მემორანდუმი „ეფლდენტთან“
სტომატოლოგიურ კლინიკა „ეფლდენტი” თავდაცვის სისტემის მოსამსახურეებს სთავაზობს 50% ფასდაკლებას თერაპია-ქირურგიაში, 30% ფასდაკლებას ორთოპედია-ორთოდონტიაში).
ურთიერთგაგების მემორანდუმი „როიალსერვისთან“
შპს დასუფთავების კომპანია „როიალსერვისი“ მხარს უჭერს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრთა დასაქმებას.
თანამშრომლობა კალათბურთის, ფეხბურთისა და რაგბის ფედერაციებთან
კალათბურთის, ფეხბურთისა და რაგბის ფედერაციები დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო და ადგილობრივ თამაშებზე უსასყიდლოდ სთავაზობენ ბილეთების გარკვეულ რაოდენობას.
თანამშრომლობა „ბრიტანულ კუთხესთან“
დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ინგლისური ენის სასწავლო ცენტრ - „ბრიტანული კუთხის“ მხარდაჭერით, სამი წლის განმავლობაში 13 დაღუპული სამხედრო მოსამსახურისა და 7 დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურის შვილი გადის ინგლისური ენის გრძელვადიან შემსწავლელ კურსს საგანმანათლებლო ცენტრში „ბრიტანული კუთხე“. კანდიდატების შერჩევას ახდენს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი. ასაკობრივი კატეგორია განსაზღვრულია 8-დან 14 წლამდე.
თანამშრომლობა „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან“
2017-2018 წლებში დაჭრილი/დაშავებული/დაღუპული და მისიაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა მონაწილეობა მიიღეს ანაკლიის „მომავლის ბანაკსა“ და ქუთაისის „ რობოტექნიკის” საზაფხულო ბანაკებში (ჯამში 198 ბავშვი). მონაწილეთა შერჩევას ახდენს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი, უპირატესობა ენიჭებათ იმ ბავშვებს, რომლებსაც მონაწილეობა არ აქვთ მიღებული საზაფხულო ბანაკებში. ასაკობრივი კატეგორია განსაზღვრულია 13-დან 17 წლამდე.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლასთან
სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების შვილებს, შესაძლებლობა აქვთ უსასყიდლოდ ისწავლონ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კურსებზე (ხატვის; ძერწვის, ბატიკის, ქსოვილების; თოჯინების დამზადების, ხეზე კვეთის, ხის დიზაინის, სახვითი, გობელენის, გიტარაზე დაკვრის შესწავლის).
ამასთან ერთად, სკოლაში ჩარიცხულ სამინისტროს მოსამსახურეების შვილებს, შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სამინისტროსა და ხელოვნების სკოლის მიერ დაგეგმილ ერთობლივ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებში. ასაკობრივი კატეგორია განსაზღვრულია 6 წლიდან 15 წლამდე.