სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი

დებულება | სამხედრო პოლიციის უფროსი

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიცია არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

 

სამხედრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში კანონიერებისა და დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება;

 

  • გენერალური შტაბის და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მხარდაჭერა,საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის, სამობილიზაციო მზადყოფნის და ბრძოლისუნარიანობის განსამტკიცებლად.

 

 

სამხედრო პოლიცია უფლებამოსილია:

 

  • განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა სისხლის სამართლის დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და დისციპლინური გადაცდომების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით;

 

  • კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში გამოავლინოს, გახსნას,აღკვეთოს დანაშაული, დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება, გამოიყენოს ფიზიკური იძულება კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით;

 

  • ჩაატაროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით;

 

  • მოიპოვოს, დაამუშაოს, გააანალიზოს, სამხედრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა;

 

  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და დისციპლინური გადაცდომის საქმეები, შეადგინოს შესაბამისი ოქმები შემდგომი რეაგირებისათვის ან/და შუამდგომლობით მიმართოს შესაბამის ორგანოს, აგრეთვე გამოიყენოს ადმინისტრაციული და დისციპლინური საქმის წარმოების უზრუნველყოფის ზომები;

 

  • კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ინტერესებში, მიიღოს გადაწყვეტილება რევიზიის ან ინვენტარიზაციის ჩატარებაზე, მოითხოვოს საუწყებო შემოწმების ჩატარება და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა;

 

  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციიდან გამომდინარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, მოითხოვოს (წერილობით ან სიტყვიერად) და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია მითითებული ვადებისა და
  • ფორმის დაცვით;

 

  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ფორმით გამოჰკითხოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე ან/და თანამდებობის პირი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – სხვა პირი, რომელსაც შესაძლოა საქმესთან დაკავშირებით ჰქონდეს ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმის თაობაზე მიიღოს მისგან წერილობითი ან/და სიტყვიერი განმარტება, რაც უზრუნველყოფს სამხედრო პოლიციისათვის დაკისრებული მოვალეობების სრულყოფილად შესრულებას;

 

  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, ნებისმიერ დროს, შეუფერხებლად შევიდეს და გადაადგილდეს სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში განთავსებულ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (მათ შორის, ჯარის სახეობის ქვედანაყოფების), სამხედრო ობიექტებისა და დაწესებულებების დისლოკაციის ადგილებზე;

 

  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, აწარმოოს მოქალაქის ნივთებისა და მისი პირადი გასინჯვა;

 

  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენეციის ფარგლებში, „სამხედრო პოლიციის შესახებ”საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი;

 

  • სამხედრო ოპერაციებისა და სამხედრო წვრთნების დროს, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სამშვიდობო მისიებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში, საბრძოლო შენაერთებში,საწვრთნელ ტერიტორიაზე, სასროლეთებზე, პოლიგონებზე და საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე,კანონიერების, სამხედრო დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე კონტროლი, მათ შორის საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს;

 

  • კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (მათ შორის, ჯარის სახეობის ქვედანაყოფების) დისლოკაციის ადგილებზე, სამხედრო ობიექტებზე/დაწესებულებებში და/ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აგრეთვე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში გზებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

 

  • უზრუნველყოს სამხედრო პატრულის ფუნქციონირება და მონიტორინგი;

 

  • დადგენილი წესით, უზრუნველყოს საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების, აგრეთვე პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაცილება/ესკორტირება;

 

  • უზრუნველყოს მინისტრის ან/და გენერალური შტაბის უფროსის მიერ განსაზღვრული ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა, აგრეთვე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უცხო ქვეყნების თავდაცვის სისტემის მაღალი რანგის სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობის პირთა უსაფრთხოება (საჭიროების შემთხვევაში ესკორტით გადაადგილება);

 

  • საგანგებო დავალებების შემთხვევაში, სამხედრო ობიექტების და კანონმდებლობით დადგენილი წესით – სტრატეგიული დანიშნულების სამოქალაქო ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა გადაყვანა (ბადრაგირება), აგრეთვე სამხედრო პოლიციის შესაბამისი ქვედანაყოფების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას შემთხევევის ადგილებისა და მტკიცებულებების დაცვა;

 

  • საგამოძიებო ქვემდებარეობით სამხედრო პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, განახორციელოს ბრალდებულის ან/და ამოუცნობი გვამის რეგისტრაცია, დაქტილოსკოპირება, ფოტო-კინო-ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება, აგრეთვე ჩაატაროს საექსპერტო გამოკვლევები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე;

 

  • მანევრებისა და მობილურობის ოპერაციების, ასევე საბრძოლო მოქმედებების რაიონის უსაფრთხოებისა და ზურგის ოპერაციების განხორციელება/მხარდაჭერა;

 

  • სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, გენერალურ შტაბსა და მისდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში (მათ შორის, ჯარის სახეობებში) და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასანიშნი და დასაწინაურებელი კანდიდატების მონაცემების შესწავლა, შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მიზანშეწონილობის განსაზღვრა;

 

  • იძულებით გადაადგილებული პირების/სამხედრო ტყვეების ადმინისტრირების მხარდაჭერა;

 

  • სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფების, გენერალური შტაბისა და მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების (მათ შორის, ჯარის სახეობების) და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, აღნიშნული ფაქტების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან კავშირის დასადგენად და შესაბამისი დასკვნის მომზადება;

 

  • ბრალდებულის დაკავების ან დაპატიმრების მიზნით, დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის ორგანოებს სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის გასვლის გონივრული ვადით შეყოვნების შესახებ;

 

  • სამხედრო პოლიციაში საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა და ჩატარების კოორდინაცია;

 

  • სამხედრო პოლიციის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა;

 

  • სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა; ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა,ვიზირება;

 

  • სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების უზრუნველყოფა;

 

  • განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

 

  • განახორციელოს თავდაცვის სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების უზრუნველყოფა , სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში.