წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა

flags-edu

 

დებულება | სარდალი

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა არის გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

 

სარდლობის კომპეტენციაა:

 

  • საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წვრთნებისა და სამხედრო განათლების ერთიანი პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

 

  • შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებების ჩატარება და შეფასება, კომპეტენციის ფარგლებში;

 

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების წვრთნა და შეფასება;

 

  • საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული ეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადება/გადამზადება და შეფასება, ასევე გადასროლისწინა პროცესის მონიტორინგი და მხარდაჭერა;

 

  • „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP) პროგრამისა და ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში სამთო მომზადების საერთაშორისო კურსების დაგეგმვა, ჩატარება, კოორდინაცია და კონტროლი;

 

  • ნატოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების წვრთნა და/ან შეფასება;

 

  • პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ორგანიზება და კონტროლი;

 

  • სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციონალური ბაზისა და ორგანიზაციული სფეროს განვითარება;

 

  • სასწავლო პროცესისა და საბრძოლო მომზადების წარმართვისათვის საორგანიზაციო მეთოდური მითითებისა და ძირითადი ღონისძიებების გრძელვადიანი/მოკლევადიანი გეგმა-კალენდარის მომზადება, სამხედრო განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

 

  • შეიარაღებულ ძალებში მიღებული ახალი სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის სისტემების შესწავლა და მათი სასწავლო პროგრამის შემუშავება;

 

  • სარდლობის სამხედრო სასწავლო პროგრამების შემუშავება, განხილვა და აღიარების პროცესში მონაწილეობის მიღება; სასწავლო პროცესის მონიტორინგი, ჩატარებული სასწავლო კურსების ანალიზი და მიღებული გამოცდილების გაზიარება;

 

  • შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერა სიმულაციური საშუალებებით და აღჭურვილობით, პოლიგონებით, სასროლეთებით, საწვრთნელი ბაზებით და ტექნიკური საშუალებებით;

 

  • საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარება და წვრთნების თანამედროვე მეთოდების დანერგვა;

 

  • სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განვითარების მხარდაჭერა;

 

  • საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში მისაღებად სამოქალაქო პირების შერჩევა, საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ჩატარება;

 

  • სპეციალისტებისა და უმცროს მეთაურთა მომზადება/გადამზადება, ძირითადი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით;

 

  • სერჟანტთა საკარიერო სამხედრო განათლების პროგრამით მომზადება;

 

  • უმცროს ოფიცერთა ძირითადი სამხედრო განათლების სპეციალობის პროგრამით მომზადება (ტაქტიკური დონე);

 

  • ოპერატიული და ტაქტიკური დონის დოქტრინალური სახელმძღვანელოების შემუშავება, ოპერაციებისა და წვრთნების დროს მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით;

 

  • გამოცდილების გაზიარების სისტემის ჩამოყალიბება, წვრთნებისა და სამხედრო ოპერაციების შედეგად მიღებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, მიღებული გამოცდილების საფუძველზე საჭირო რეკომენდაციების და/ან მითითებების შემუშავება, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისი გავრცელება და დანერგვა;

 

  • კანონმდებლობით დადგენილი წესით სამთო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა;

 

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება;

 

  • სარდლობის ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში, პირადი შემადგენლობის შერჩევის, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასებისა და კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობის წარმართვა, მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და საშტატო სტრუქტურის დაგეგმვა;

 

  • სარდლობის საბრძოლო მომზადების გეგმების შემუშავება და საბრძოლო მზადყოფნის დონის ასამაღლებლად სწავლებების ჩატარება, სტანდარტული ოპერატიული სამოქმედო პროცედურების შემუშავება;

 

  • სარდლობის ქვედანაყოფების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტროლი;

 

  • სარდლობის ლოგისტიკური ოპერაციების დაგეგმვა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა,შეიარაღების, საბრძოლო მასალების, ტექნიკის, სასწავლო მატერიალური ბაზის და სხვა მატერიალური საშუალებების შეფასების ორგანიზება და სტატუსების მართვა, სარდლობის ქვედანაყოფების სამედიცინო საქმიანობის კოორდინაცია, ლოგისტიკური უზრუნველყოფის მართვა ერთიანი საინფორმაციო და პროგრამული სისტემის მეშვეობით, სარდლობის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების ბიუჯეტირების პროცესის წარმართვა;

 

  • სარდლობის გრძელვადიანი განვითარების გეგმების შემუშავება;

 

  • სარდლობის პირადი შემადგენლობისთვის საზღვარგარეთ სასწავლო კურსების დაგეგმვისა და განხორციელების პროცედურების ორგანიზება;

 

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეირაღებული ძალების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;

 

  • ნატო – საქართველოს არსებითი პაკეტისა (SNGP) და ნატოს პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების კოორდინაცია და კონტროლი, აღებული ვალდებულებების შესრულების სტატუსის შესახებ პერიოდული მოხსენებების მომზადება, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში;

 

  • სარდლობის ქვედანაყოფების სატელეფონო, მართვის ავტომატიზებული სისტემების,კომპიუტერული ქსელების, რადიოკავშირების და კავშირგაბმულობის საშუალებების განაწილება და ექსპლუატაციის კონტროლი, ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების ორგანიზების კონტროლი, წვრთნებისა და სწავლებების მიმდინარეობის დროს კავშირგაბმულობის სისტემების ფუნქციონირების კონტროლი და მონიტორინგი;

 

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში.

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, სარდლობის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივ საკითხებზე იურიდიული დახმარების გაწევა, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება.