თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა
თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა

flags-log

 

დებულება | სარდალი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

 

სარდლობის ამოცანები და ფუნქციებია:

 
ა) მშვიდობიანობის, საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებითა და სურსათ-სანოვაგით უზრუნველყოფა, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის (შემდგომში – J-4 დეპარტამენტი) მიერ დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე;


ბ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, მათ მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება;


გ) სამინისტროს ბიუჯეტის ფორმირებისათვის, სარდლობის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნების წარდგენა J-4 დეპარტამენტში;


გ1) სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში;


დ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ეტაპობრივი შეკეთების უზრუნველყოფა საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მეწარმეებთან ურთიერთთანამშრომლობით;


ე) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფების სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მეწარმეებთან ურთიერთთანამშრომლობით;


ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფა ავეჯით, საყაზარმო ინვენტარით, სანივთე ქონებით, სათბობით, საკვებით, საწვავ-საპოხი მასალებით, კომუნალური და საყოფაცხოვრებო პირობებით, J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე;


ზ) თავდაცვის ძალების საბრძოლო მოქმედებების, წვრთნისა და სასწავლო პროცესების ლოჯისტიკური უზრუნველყოფა;


თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა;


ი) სარდლობის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შენახვისა და დაცვის ორგანიზება;


კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დროული და სრული უზრუნველყოფა შენახვაზე არსებული შეიარაღებითა და ტექნიკით, საბრძოლო და საწვავ-საპოხი მასალებით, კავშირგაბმულობისა და სპეციალური ტექნიკური საშუალებებით, სათადარიგო ნაწილებით, ასევე სურსათ-სანოვაგით,
საინჟინრო და სანივთე ქონებით;


ლ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით, შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე, პირადი შემადგენლობის, ტექნიკისა და სამხედრო ტვირთების გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზება და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში;


მ) სარდლობის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;


ნ) თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის აბანო-სამრეცხაო მომსახურებით უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის მეწარმეებთან ურთიერთთანამშრომლობით კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;


ო) სამინისტროს სარგებლობაში არსებული ობიექტების ელექტრო, თბომეურნეობის, წყალგაყვანილობის, საკანალიზაციო, ბუნებრივი აირისა და სხვა საინჟინრო ქსელების კონტროლი, კომუნალური დანახარჯების აღრიცხვა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებით განსაზღვრული ფუნქციების (მათ შორის კონტროლის) განხორციელება და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტისათვის დასაბუთებული ინფორმაციის მიწოდება ხელშეკრულების შესრულების მდგომარეობის შესახებ;


ჟ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებში არსებული სარაკეტო-საარტილერიო, ჯავშანსატანკო, საავტომობილო, საინჟინრო-ქიმიური, სამხედრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების ცენტრალიზებული რემონტის ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის მეწარმეებთან ურთიერთთანამშრომლობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;


რ) სამინისტროს სარგებლობაში არსებულ შესაბამის ობიექტებზე სამშენებლო, სარემონტო-საავარიო სამუშაოების წარმოება კომპეტენციის ფარგლებში;


ს) სამინისტროს სისტემაში საპროექტო-საკონსტრუქტორო საქმიანობის წარმოება;


ტ) სამინისტროს ტოპო-გეოდეზიური და კარტოგრაფიული უზრუნველყოფა;


უ) უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობების (მათ შორის საკადასტრო აზომვების) უზრუნველყოფა;


ფ) კომპეტენციის ფარგლებში პირთა განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;


ქ) სარდლობისა და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის სამართლებრივ საკითხებზე იურიდიული დახმარების გაწევა; კომპეტენციის ფარგლებში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება;


ღ) საბრძოლო ამოცანის ან სპეციალური დავალების შესასრულებლად გამოყოფილი საავტომობილო, ჯავშანსატანკო და სხვა ტექნიკის შეკეთების/გარემონტების მიზნით, საავტომობილო, ჯავშანსატანკო და სხვა ტექნიკიდან ვარგისი ნაწილების სხვა ტექნიკაზე გადატანის მიზანშეწონილობის განსაზღვრა და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი წინადადებების წარდგენა თავდაცვის ძალების მეთაურისათვის;


ყ) თავდაცვის ძალებისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის მოდერნიზება და შეკეთება ან/და მათში კონსტრუქციული ცვლილებების განხორციელება.