ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა
ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა

flag-aviation

 

დებულება | სარდალი

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა არის გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

 

სარდლობის ამოცანებია:

 

  • საქართველოს საჰაერო სივრცის მართვა და კონტროლი;

 

  • სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტების საჰაერო თავდაცვა;

 

  • სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერა;

 

  • ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ლოგისტიკური მხარდაჭერა;

 

  • სამედიცინო ევაკუაცია;

 

  • სამძებრო-სამაშველო ოპერაციების წარმოება და რეკოგნოსცირება.

 

სარდლობის კომპეტენციაა:

 

  • საჰაერო თავდასხმის შესახებ შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების წინასწარი შეტყობინება დადგენილი წესით, საჰაერო სივრცის მუდმივი რადიოლოკაციური და რადიოტექნიკური კონტროლი, სადისპეტჩერო მომსახურება;

 

  • სახელმწიფო ავიაციის ფრენების მართვა და კონტროლი, ლიტერული საჰაერო ხომალდების ფრენის კონტროლი;

 

  • საზღვაო პორტების, სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალების, გაზსადენების, ნავთობსადენების და სხვა სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტების მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმისაგან დაცვა;

 

  • შეიარაღებული ძალების სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერის მიზნით საფრენი აპარატებით საცეცხლე მხარდაჭერა, რეიდის მოწყობა, მოწინააღმდეგის მფრინავი საფრენი აპარატების განადგურება, მოწინააღმდეგის ცეცხლის ჩახშობა და ნეიტრალიზაცია;

 

  • საჰაერო სივრცის თვალთვალი, მოწინააღმდეგის საფრენი აპარატების აღმოჩენა და განადგურება საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის პასუხისმგებლობის ზონაში;

 

  • შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, სამხედრო ტექნიკით, საწვავ-საპოხი მასალებით და სხვა ქონებით ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ლოგისტიკური უზრუნველყოფა საჰაერო გზით;

 

  • დაჭრილების, დაშავებულების და ავადმყოფების სწრაფი საჰაერო ევაკუაცია და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით;

 

  • კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციების წარმოება ხმელეთზე და ზღვაზე;

 

  • მიღებული დავალების საფუძველზე, საჰაერო რეკოგნოსცირების ჩატარება და საბრძოლო მორიგეობის ორგანიზება;

 

  • საავიაციო ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნის კონტროლი, სახელმწიფო ავიაციის საინჟინრო ტექნიკური მომსახურების ზედამხედველობა;

 

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში;

 

  • კომპეტენციის ფარგლებში, სარდლობის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივ საკითხებზე იურიდიული დახმარების გაწევა, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება.